in

საერთაშორისო მასშტაბები, რასაც SEU-ს სამაგისტრო პროგრამები ითვალისწინებს

„დრო დაჩქარდა“ – ვამბობთ ჩვენ და ვგულისხმობთ, რომ გარემოება, შრომითი ბაზარი, პროფესიული თუ ბიზნესის საჭიროებები ბევრად უფრო სწრაფად იცვლება და სულ უფრო ნაკლებად გვიტოვებს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერების ფუფუნებას. ამას განსაკუთრებით მძაფრად გრძნობენ პასუხისმგებლიანი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც საკუთარ მისიად დაისახეს იყვნენ ერთგვარი ხიდი ბიზნესსა და ახალგაზრდებს შორის და ყველაზე აქტუალური პროფესიების სწავლებაზე ორიენტირდნენ. ისინი მუდმივ ძიებაში არიან, აქტიურად იკვლევენ დასაქმების ბაზარს, აკვირდებიან მოთხოვნად პროფესიებს და საკუთარი სტუდენტებისთვის რეალურ დროში საჭირო ცოდნის მიწოდებაზე ზრუნავენ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, რომლის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან და ქართულენოვან პროგრამებს სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ალფრედო მოსკარდინი თანახელმძღვანელობს.

პროფესორი ალფრედო მოსკარდინის შეფასებით SEU-ს ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა მოწინავეა საქართველოში. ის თანაბრად პასუხობს ამჟამინდელ და სამომავლო გამოწვევებს. უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებისათვის ისეთი უნარების გამომუშავებაზე, რაც მათ უახლოეს წლებში არსებული ისეთი გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარებათ, როგორებიცაა გლობალური დათბობა, რესურსების შემცირება, მწვანე ეკონომიკა და სხვა.

სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინდუსტრიის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება იყო. სწორედ ამ მიზნით, SEU-მ სამუშაო პროცესში ჩართო პროფესიონალები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, სს მისო ევროკრედიტი, მისო „ლენდაფ’’, მიკრო ბიზნეს კაპიტალი, ფინკა იმპაქტ ფინანსი, სს ‘’ნიკორა ტრეიდი’’, შემოსავლების სამსახური, „ფოლადის სახლი“, გლოვო, Tbilisi Marriott, Courtyard Tbilisi, Moxy Tbilisi, ჰოთელს ფრეფერენს ჰუალინგ თბილისი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა „მზესუმზირის პრინციპს“ ეყრდნობა. ალფრედო მოსკარდინი მიიჩნევს, რომ სასწავლო სისტემა ისევე უნდა იყოს ორიენტირებული ბაზარზე არსებულ აქტუალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, როგორც მზესუმზირა იხრება ყოველთვის მზისკენ.

წარმატებულ სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის გაგრძელება საზღვარგარეთაც შეუძლიათ, SEU-ს მხარდაჭერით. SEU-ს სამაგისტრო პროგრამებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, ისეთი პროფესიონალის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ორგანიზაციის მართვის სრულყოფილებისკენ არის მიმართული, აზროვნებს სისტემურად, სიღრმისეულად იცნობს თანამედროვე ტენდენციებს, ტექნოლოგიებს და ორგანიზაციაში არსებულ ცოდნას ეფექტიანად იყენებს.

SEU-ს სამაგისტრო პროგრამას განსაკუთრებულ მიმზიდველობას მისი საერთაშორისო მასშტაბი სძენს. უნივერსიტეტმა სტუდენტებისათვის გლობალური პერსპექტივის შეძენა თავის მთავარ პრიორიტეტად აქცია და ისეთ საერთაშორისო სასწავლებლებთან წამოიწყო პარტნიორული ურთიერთობა, როგორებიცაა:

➢ College of CANYONS in USA

➢ BBW Hochschule Berlin in Germany

➢ EU Business School in Switzerland

➢ Zwickau University of applied sciences I Germany

➢ Tor Vergata University of Rome in Italy

➢ Bucharest University of Economic Studies in Romania

➢ Klaipėda University in Lithuania

➢ University of Turiba in Latvia

➢ University of Latvia

➢ Riseba University in Latvia

➢ Lazarsky University in Poland

➢ University of Gdansk in Poland

➢ State University of Applied Sciences Kalizs in Poland

➢ University of Economics and Human Sciences in Warsaw in Poland

➢ Polytechnic Institute of Bragança in Portugal

➢ Yeditepe University in Turkey

➢ IFIM Business School in India

აღსანიშნავია, რომ SEU-ის სამაგისტრო პროგრამა ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატთან არის შესაბამისობაში, როგორიცაა „ექვსი სიგმა“.

„ექვსი სიგმას“ პრინციპი კომპანიას პროცესის ოპტიმიზაციაში და მისი ეფექტურობის მიღწევაში ეხმარება. მისი გამოყენებით, წამყვანი კომპანიები მოგების გაზრდასა და სამეწარმეო ხარვეზების შემცირებაზე მუშაობენ. SEU-ს სამაგისტრო პროგრამა „ექვსი სიგმას“ დონეების შესაბამის საგნობრივ სპექტრს აერთიანებს. „ექვსი სიგმას“ სერტიფიკატი ადასტურებს პროფესიონალის უნარს, დაადგინოს რისკები, ხარვეზები და შეცდომები ბიზნეს პროცესში და აღმოფხვრას ისინი.

სერტიფიკატი ექვს დონეს მოიცავს და იმ უნარებზეა პასუხისმგებელი, რომელიც მის მფლობელს აქვს. თუკი დასაწყის დონეზე პროფესიონალი ავლენს ადგილობრივ გუნდის მცირე პროექტებში პრობლემების გადაჭრის უნარს, უმაღლესი დონის მფლობელს შეუძლია ჩამოაყალიბოს სტრატეგია, განავითაროს ძირითადი საზომი მატრიცა, იყოს ბიზნესის კონსულტანტი და ასწავლოს სხვა დონეების წარმომადგენლებს.

ბიზნესის მართვის სტუდენტებისათვის პრაქტიკული პროფესიონალური საფუძვლისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, SEU აქტიურად აგრძელებს მუშაობას, საერთაშორისო პროფესიონალებთან და წამყვან ორგანიზაციებთან. ყოველივე ეს კი ერთ მარტივ პრინციპზე – თანამედროვე ტენდენციების მაჯისცემაზე დგას.

Namor – „მარველის“ კომიქსების პირველი სუპერგმირი

ცილის შემქმნელი AI მკურნალობის ახალ გზებს შექმნის!