9
Aug
2019

სეუ-მ 1000-მდე კურსდამთავრებულს გამოსაშვები საღამო ახალ კამპუსში მოუწყო

9 Aug 2019

უნივერსიტეტის დამთავრება საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ კურსდამთავრებულებს სპეციალურად გამართულ საღამოზე მიულოცა. 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სეუ-ს ახალი კამპუსის პირველ ატრიუმში გაიმართა. 1000-მდე კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა, ლექტორებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

 

როგორც ღონისძიებაზე გაირკვა, მალე სეუ-ში ლოს ანჟელესის კინოსკოლის  ფილიალი გაიხსნება. ფილიალის გახსნა  სეუ-ში ფილმ “ექვთიმე ღვთის კაცის” რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ დაანონსა.

 

[R]

განხილვა