საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აგრძელებს ღია კონკურსს სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის ,,დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს”, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან ,,დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპტაქტიკის მეთოდოლოგიას”. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპაქსელერატორებსა და პროგრამებს.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ჩამოთვლილი დოკუმენტები ატვირთოთ ბმულზე.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- პასპორტის ასლი;
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- ინგლისური ენის (B2/C1) დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სასურველია აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება;
- სტარტაპეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი;
- მაგისტრის ხარისხი.
კანდიდატები შეირჩევიან მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. საბუთების მიღების ვადა: 15 ივლისი – 31 ივლისი, 18:00 საათი, 2025 წელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
გაიგეთ მეტი SEU-სა და MIT-ს პარტნიორობის შესახებ ბმულზე.
[პარტნიორის კონტენტი]











