SEU მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.
ქართული საგანმანათლებლო სფეროს განვითარების გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და გლობალური საზოგადოების ნაწილად ყოფნას. ეს არამხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების შემოდინებას ნიშნავს ქვეყანაში, არამედ თავად ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებას. შედეგად, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დამატებით შესაძლებლობები ჩნდება, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო გარემო კი საერთაშორისო სტანდარტებისკენ განაგრძობს განვითარებას.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სიახლეა Raise the Bar Entrepreneurship Educators Network- ის დაფუძნება, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს. გაერთიანება MIT მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეწარმეო ცენტრის – Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შეიქმნა. ქსელი მსოფლიოს ხუთ უნივერსიტეტს აერთიანებს და მათ შორისაა SEU. ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიზანია ხელი შეუწყონ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. მოგეხსენებათ, MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტს. ის 1861 წელს დაარსდა და QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში ისე ტექნოლოგიური მიმართულებით.
რას ემსახურება „ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელი (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network)?
Martin Trust Center for MIT Entrepreneurship, ეს არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტრეპრენერული ნიჭის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტების მეწარმეობრივ განვითარებას ინოვაციების მიმართულებით. SEU-მ სხვა 4 უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა შექმნას ანტრეპრენერული განათლების ფუნდამენტი, დანერგოს, გაავრცელოს და განავითაროს MIT-ის გამოცდილი სქემები საქართველოსა და რეგიონში.
ქსელის მიზანია: ანტრეპრენერული განათლების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობის გაზრდას, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავების უნარი ექნება.
რატომ არის ქსელში გაწევრიანება მნიშვნელოვანი SEU-თვის?
უნივერსიტეტისათვის ქსელში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს გახლავთ დასტური, რომ SEU მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მას საერთაშორისო დონეზე აღიარებენ. ერთი მხრივ, გაწევრიანება პრესტიჟულია უნივერსიტეტისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელობა საქართველოსა და მთელს რეგიონში, სადაც სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება მნიშვნელოვან ხელშეწყობას საჭიროებს. ქსელის მასშტაბი უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და გამოცდილების გაცვლას შეუწყოს ხელი. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად აკადემიური გუნდის განვითარებას. კონკრეტულად კი თანამშრომლობის ფარგლებში SEU ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, გააგზავნის 5 ლექტორს MIT- ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან MIT-ის “გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს”, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან “გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას”. ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს, და ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან. გადამზადებული აკადემიური SEU-ს სტუდენტებს შეასწავლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
შესაძლებლობები SEU-ს სტუდენტებისთვის
ყოველწლიურად, SEU-ს სტუდენტებიც გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში სრული დაფინანსებით, სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 3 კვირიან პროგრამაში – StartMIT, რომელიც გულისხმობს მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას. დაესწრებიან ბილ ოლეტის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველი დირექტორის, MIT-ის პროფესორისა და ცნობილი ბესტსელერის-,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ ლექციებს. ეს პარტნიორობა SEU-ს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უახლეს ტენდენციებს ანტრეპრენერობის მიმართულებით MIT-ის კამპუსში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებში, დაამყარონ გლობალური კავშირები და შექმნან ღირებული ქსელი სტუდენტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად, საბოლოოდ კი შექმნან სტარტაპები და საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ სტარტაპ ეკოსისტემაში.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-თან კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გარდა MIT-ის კამპუსში ყოველწლიურ კონფერენციაზე SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც გაემგზავრებიან, რომლებიც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network -ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის განვითარებაზე.
წვდომა MIT-ის Orbit ინოვაციურ პლატფორმაზე
ასევე, მხოლოდ ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (‘’Raise the Bar Entrepreneurship Educators Network’’) დამფუძნებლებს, ექნება წვდომა MIT-ის Orbit პლატფორმაზე. Orbit არის MIT-ის ინოვაციური პროდუქტი, რომლის მთავარი ინვესტიცია განახორციელა Martin Trust Center for MIT Entrepreneurship, რათა MIT მეწარმეობას შეექმნა ციფრული პლატფორმა უნივერსიტეტის პროგრამით გათვალისწინებულ და კლასგარეშე აქტივობებზე. დღეს Orbit შეიცავს მძლავრ GenAI (ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტს, რომელიც მკვეთრად ზრდის სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილებას სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის. Orbit პლატფორმა სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი GenAI განათლების ინსტრუმენტებით. SEU-ს სტუდენტებს და ლექტორებს ექნებათ ულიმიტო წვდომა Orbit-account ზე.
როგორც ვახსენეთ, ქართული უნივერსიტეტისათვის ასეთი მასშტაბის ქსელში გაწევრიანება საგანმანათლებლო სისტემის იმიჯსა და რეპუტაციაზე დადებით გავლენას იქონიებს. უნივერსიტეტში გეგმავენ, რომ ამ კოლაბორაციით, SEU გახდეს ცოდნის გამავრცელებელი მთელ რეგიონში, შექმნას ახალი სტარტაპ პროგრამები და ღირებული ცოდნა.
[R]