საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გაძლევთ შესაძლებლობას სრული დაფინანსებით ისწავლოთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. შერჩევა ღია კონკურსის სახით მიმდინარეობს და სრულად აფინანსებს ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელ პროგრამას, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
- SEU-ს მოქმედ აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
- ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება
რას მოიცავს პროგრამა
შერჩეული კანდიდატები MIT-ში ჩაერთვებიან ინტენსიურ ანტრეპრენერულ სასწავლო კურსში, რომელიც მოიცავს:
- „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოების“ სიღრმისეულ შესწავლას
- „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯისა და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“
- MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებისა და პროგრამების გაცნობას
პროგრამა ჩატარდება 2026 წლის 12-16 იანვარს და სრულად დაფინანსებულია პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ყველა ხარჯი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ:
- პასპორტის ასლი
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ინგლისური ენის ცოდნა B2/C1 დონეზე
- მაგისტრის ხარისხი
სასურველი გამოცდილება:
- აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება
- სტარტაპ ეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი
კანდიდატების შერჩევა მოხდება წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.
საბუთების მიღების ვადა: 22 მაისიდან 23 ივნისის 18:00 საათამდე, 2025 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected].
ან ეწვიეთ ვებგვერდს.
[R]