გაინტერესებთ მეწარმეობა? გინდათ გაიგოთ, რა არის თანამედროვე მეწარმეობა, როგორ ვითარდება სტარტაპები და როგორ ფიქრობენ წარმატებული მეწარმეები მსოფლიოში? გსურთ, გაეცნოთ სიახლეებს და ისწავლოთ მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეთოდოლოგიით?
თუ ასეა, SEU უნიკალურ, MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სამდონიანი სწავლების პროგრამას გთავაზობთ, რომლის პირველ მოდულზეც რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო. სასწავლო პროგრამას MIT GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ი განახორციელებს. პირველი 6-კვირიანი მოდული 15 მაისიდან იწყება და გათვლილია დამწყები ანტრეპრენერებისთვის — მათთვის, ვისაც უკვე აქვს ზოგადი წარმოდგენა მეწარმეობაზე და ცოდნის გაღრმავება პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელით სურს.
MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც 1861 წელს დაარსდა. QS World University Ranking-ის 2024 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც უნივერსიტეტების ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და გამოირჩევა წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების მაღალი მაჩვენებლით. MIT-ის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები წლიურად თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის – Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network-ის (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.
რას ისწავლება პირველ მოდულზე?
- მეწარმეობის ძირითადი პრინციპები და პროცესები;
- ინოვაციები და მეწარმეობა: ახალი იდეების კომერციალიზაცია;
ბიზნესის კონცეფციის შექმნა და განვითარების ეტაპები; - ფინანსური წიგნიერება მეწარმეებისთვის;
- მარკეტინგის საფუძვლების მოდული Entry-Level სტარტაპერებისთვის;
- მართვის მოქნილი მექანიზმები, ლიდერობა და სამეწარმეო კულტურა.
MIT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სასწავლო პროგრამის ბენეფიტები:
- ექსკლუზიური წვდომა MIT-ის Orbit პლატფორმაზე და მუშაობის შესაძლებლობა — Orbit არის MIT-ის ინოვაციური პროდუქტი, შეიცავს მძლავრ GenAI (ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტს, რომელიც მკვეთრად ზრდის სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილებას სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის. Orbit პლატფორმა სტუდენტებს უახლეს GenAI განათლების ინსტრუმენტებს სთავაზობს.
- რეალური ქეისების დამუშავება ორბიტის მეშვეობით.
- პრაქტიკოსი ქართველი და ამერიკელი ტრენერები.
- წვდომა MIT-ის სასწავლო მასალებზე.
- SEU-სა და MIT-ის ერთობლივ ჰაკათონებზე და აქსელერაციის პროგრამებზე დასწრების უფასო ვაუჩერები.
- SEU-სა და MTC-ის ორმაგი სერტიფიკატი.
- წარმატებული კურსდამთავრებული SEU-ს ტექ და სამეწარმეო ცენტრში გაივლის სტაჟირებას.
პროგრამას გაუძღვებიან როგორც SEU-ს სპეციალურად მომზადებული პროფესორ-ლექტორები, ისე Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მოწვეული ექსპერტები. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ორმაგი სერტიფიკატი.
ფასი და პირობები:
მონაწილეობის მსურველებმა 10 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გაგზავნონ სამოტივაციო წერილი, რის შემდგომაც შერჩეულ კანდიდატებთან 3-10 მაისის ჩათვლით გასაუბრება ჩატარდება. MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული SEU-ს სასერტიფიკატო პროგრამა კვირაში ორი დღე, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00-21:00 საათზე, ჩატარდება.
პროგრამის ღირებულება 2500 ლარია — 23 აპრილამდე დარეგისტრირების შემთხვევაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ხოლო პირველი მოდულის მონაწილეები შემდგომ მოდულებზე 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებენ.
—
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/news/details/1476?lang=ka
[R]