in

SEU-ს სტუდენტები NVIDIA-ს გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციას ესწრებიან

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) NVIDIA-სთნ ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციას – 5 – 9 ოქტომბერს, ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA ატარებს გლობალურ ღონისძიებას, რომელიც მასპინძლობს სპეციალურ „ონლაინ“ საკონფერენციო და სასწავლო 1000-ზე მეტ სესიას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით – NVIDIA’S GPU Technology Conference.

ეს არის გლობალური ციფრული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა დეველოპერებისთვის, მკვლევარებისთვის, ინჟინრებისა და ინოვატორებისთვის,  რომლებსაც სურთ თავიანთი უნარების განვითარება, იდეების გაზიარება და აქვთ დიდი სურვილი, უკეთ გაიგონ, როგორ დანერგონ და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთ სამუშაო სფეროში. ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება უახლესი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

SEU, „ენვიდიასთან“ ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწრონ ტექნოლოგიურ კონფერენციას, სრულიად უფასოდ“.

კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესოა IT და ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტთა სტუდენტებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ NVIDIA არის ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში. იგი აწარმოებს გრაფიკის დამუშავების ერთეულებს (GPU) თამაშებისთვის, კრიპტოვალუტებისთვის და პროფესიონალური ბაზრებისთვის, როგორიც არის SOC-ები მობილური კომპიუტერები, საავტომობილო ბაზარი და სხვა.

 

[R]

რატომ არ უნდა ვიფიქროთ საკუთარ კარიერულ გზაზე სწორხაზოვნად?

ახლა კი, უყურეთ, როგორია AVON-ის რებრენდინგი