15-20 აპრილს, კრეატიულობისა და ინოვაციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, SEU – ში გაიმართება შემოქმედებითობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეული. სპიკერები სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო თემაზე ჩაატარებენ სემინარებს.
კვირეული მოიცავს შემდეგ თემებს:
- შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა მეწარმეობაში, რომელსაც ატარებს ალფრედო მოსკარდინი, SEU – ს ახალი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამების ავტორი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
სამუშაო ენა: სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თუმცა განხორციელდება სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე.
თარიღი: 15 აპრილი, 17:00 საათი
- კრიპტო & ბლოკჩეინ ინდუსტრია საქართველოში. სპიკერი იქნება ლუკა ლომსაძე, საქართველოში უმსხვილესი ონლაინ საფულის, eMoney-სა და ასევე საქართველოში ყველაზე დიდი კრიპტო exchange პლატფორმის MyCoins-ის პროექტების მენეჯერი; სტარტაპ Ambry-ს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML- ის ანალიტიკური პლატფორმის, თანადამფუძნებელი.
თარიღი: 18 აპრილი, 16:00 საათი
- როგორ გავიდეთ ექსპორტზე ელექტრონული კომერციის მეშვეობით– მას ეკატერინა (კატო) რამიშვილი გაუძღვება, რომელიც ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, „ქისას” დამფუძნებელი, Etsy და Shopify -ს პლატფორმების ექსპერტია.
თარიღი: 19 აპრილი, 16:00 საათი
- Wine Diamond – იდეიდან პროდუქტამდე.სპიკერი: თამარ აბულაძე, ბრენდების Emocia Wines-ის და Wine Diamond – ის დამფუძნებელი.
თარიღი: 20 აპრილი, 16:00 საათი
ყველაფერი NFT- ის შესახებ. ამ თემაზე თეოდორა ტეჩი ისაუბრებს, პროგრამისტი,Programmer Loves NFT -ის კოლექციის ავტორი.
თარიღი: 20 აპრილი, 17:00 საათი
„ინოვაცია გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ცვლილება, როგორც შესაძლებლობა – და არა როგორც დაბრკოლება”, – ამბობს სტივ ჯობსი. კვირეულის მიზანიც სწორედ ესაა, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, აამაღლოს ცნობიერება და გაუჩინოს მოტივაცია, იფიქრონ და შექმნან საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები.
კვირეული ჩატარდება SEU-ში, მისამართი წინანდლის ქუჩა N9, 300 არაგველის მეტროს მიმდებარედ.
დასწრება თავისუფალია!
აღსანიშნავია, რომ კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში მონაწილეთა შორის SEU ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია.
დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[R]