in

წარმატებული რეფორმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ქართული და ევროპული გამოცდილების შერწყმით განხორციელდა

საუნივერსიტეტო რეფორმები კომპლექსური პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიახლის დანერგვა არსებული სისტემის პარალელურად, პანდემიის პირობებში მიმდინარეობს. ევროპული გამოცდილების სასწავლო პროცესში დანერგვა ქართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს. თუმცა არც ისე ხშირია, როდესაც ქართული უნივერსიტეტი ევროპულ საგანმანათლებლო მოდელს მიმართავს, არსებულ სისტემას თავდაყირა დააყენებს და ძირეულ ცვლილებებს უშიშრად ხვდება. ევროპული და ქართული ბიზნესს პროცესების შერწყმის მაგალითების ძიების შედეგად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს ამბავზე გიამბობთ.

სეუ ბოლო რამდენიმე წელიწადია ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტის სტატუსს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსისა და მუდმივი განვითარების ტემპის პარალელურად, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა მმართველობის და ხარისხის განვითარების პროცესების ევროპულ სტანდარტებზე სრულად გადაყვანა, რაც თავის მხრივ, მასშტაბურ ორგანიზაციულ ცვლილებას მოიცავდა.

სეუ-მ მოიწვია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ლიდერი საერთაშორისო ექსპერტების გერმანული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის პორტფოლიოც მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების და განათლების სამინისტროების რეფორმებს. მათი და სეუ-ს კოლაბორაცია უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს და უნივერსიტეტმა, ამ დროის განმავლობაში, ორგანაზაციულ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შეიცვალა უნივერსიტეტის ორგანიზაციული კულტურა და სტრუქტურა. მოქნილობიდან გამომდინარე, სეუ-მ მოკლე დროში მოახერხა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მენეჯმენტის ცენტრალიზაციიდან დეცენტრალიზაციისკენ, მოხდა უფლებამოსილების დაბალანსება და ოპტიმალური განაწილება, გაიზარდა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ხარისხი. სეუ-ს გუნდი გაიზარდა და ქვეყანაში დარგის აღიარებული, წამყვანი სპეციალისტები შეემატა. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, განახლდა ერთიანი ელექტრონული მმართველობის პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სასწავლო პროცესის მართვას. განახლდა პერსონალის მართვის პოლიტიკა, სადაც გამოიკვეთა პერსონალის პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის კუთხით ხელმშემწყობი მექანიზმები. ამასთან, შემუშავდა პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების ძლიერი და მოქნილი სისტემა.

ხარისხის განვითარების არსებული სისტემა შეიცვალა ახალი, სრულიად ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემით, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს, რამეთუ იგი შემუშავებულია ევროპელი ექსპერტების მიერ.

აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი გადამზადდა ევროპელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომელთა რეკომენდაციითაც, დაინერგა ინოვაციური სწავლების მეთოდები, შეიქმნა სასწავლო პროგრამების მუდმივად განახლებადი სისტემა, რომელიც მოიაზრებს სასწავლო პროგრამების ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მუდმივ ადაპტირებას, მასში უცხოელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლების სისტემატური ჩართულობით. ასევე, ხარისხის განვითარების ახალი სისტემის საშუალებით გაუმჯობესდა  გადაწყვეტილებების მონაცემებზე დაყრდნობით მიღების სისტემა.

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EQAA) დირექტორი: “სეუ-ს ხარისხის განვითარების სისტემა შთამბეჭდავია და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. პანდემიისა და ონლაინ სწავლების გამო, სტუდენტები მიღწეულ სიკეთეებს საკუთარ თავზე ეტაპობრივად იგრძნობენ”.

საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი (გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, პოლონეთი) პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. ასევე, შთამბეჭდავია გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობა და ერთობლივი საერთაშორისო კვლევების მზარდი სტატისტიკა.

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომლითაც სეუ მომდევნო 7 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.

უნივერსიტეტმა ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად განისაზღვრა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გაფართოება და გაძლიერება, რის ფარგლებშიც, კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის გასაზრდელად განხორციელდა ძირეული ცვლილებები: შეიქმნა ახალი სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და პროექტების მართვის გუნდი, ინსტიტუციური კვლევითი ფონდი და ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის განვითარებას და კვლევის პროდუქტიულობის ზრდას, კვლევითი საქმიანობის სათანადო ფინანსურ უზრუნველყოფას, აქტიური კვლევითი გარემოს შექმნას და ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი უნარების განვითარებას.

განსაკუთრებით რთული იყო რეფორმების პანდემიის პირობებში განხორციელება, როცა ისედაც ტურბულენტური გარემო კიდევ უფრო ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გახდა. თუმცა, უნივერსიტეტმა მოახერხა ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება ისე, რომ შეინარჩუნა თავისი მთავარი ღირებულება, სტუდენტზე ორიენტირებულობა და ზრუნვა, რაც ასევე გამოიხატა იმაში, რომ ფინანსური შეღავათების და გადავადებების გარდა, მან თავის სტუდენტებს უფასოდ გადასცა 1400-ზე მეტი ლენოვოს ფირმის უახლესი მოდელის ნოუთბუქი. ეს ყველაფერი გამყარდა და დაგვირგვინდა იმით, რომ უნივერსიტეტმა ამა წლის 10 ივნისს უპირობო ავტორიზაცია მიიღო და ავტორიზაციის საბჭოს წევრებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

 

Adidas Reebok-ს 2.5 მილიარდ დოლარად ყიდის!

„[500 Startups] დაგვეხმარა, განსხვავებულად დაგვეწყო ფიქრი“ – Agrolabs-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ლაზარენკო