in ,

სევდიანი ამბავი გოგონაზე, რომელიც პლაჟზე უდარდელად ირუჯებოდა – Mollie’s Fund მელანომის შესახებ გვიამბობს

როგორ ზრდის მზისგან დამწვრობა მელანომის რისკს 80%-ით?! Mollie’s Fund–მა, რომლის მიზანია საზოგადოებაში მელანომის შესახებ ცოდნის ამაღლება და მისი პრევენცირება, ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი გადაიღო. 

BOG
BOG

ერთი შეხედვით, უვნებელმა გარუჯვამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი. ვიდეორგოლი საკმაოდ მძიმე და ემოციურად დატვირთულია. განსაკუთრებით ამძაფრებს ფონად დადებული სიმღერა და უკუღმა დატრიალებული ისტორია. ესაა ამბავი გოგონაზე, რომელიც პლაჟზე უდარდელად იწვა, მზეს უმღეროდა და ირუჯებოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი კანზეე სულ პატარა, მუქი ფერის პიგმენტური ლაქა აღმოაჩინა. 

ეს საკითხი ძალიან საყურადღებოა, რადგან სულ რაღაც ხუთჯერ მიღებული მზის დამწვრობა, 80%-ით ზრდის მელანომის წარმოქმნის ალბათობას.

 

 

ფონდმა, რომელიც მელანომით გარდაცვლილი მოლის სახელს ატარებს, ამოცანას ნამდვილად შეუდარებლად გაართვა თავი და სწორედ ისეთი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელსაც ძნელია უცრემლოდ უყურო. რა თქმა უნდა, ამით პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ საზოგადოებას სიფრთხილესა და მეტ  დაკვირვებულობას ნამდვილად ასწავლის.

“რა განსხვავებაა კარგსა და დიდებულს შორის?!” – Nike-ს ახალი აპლიკაცია გონებრივი შესაძლებლობების გასავითარებლად

ავტომობილი “ცუდი ბიჭებისთვის” – Fiat-ის იუმორისტული რეკლამა