Seven Logistic ქართულ ბაზარზე აქტიურად და რეალური პირობებით შემოვიდა — გამჭვირვალე მომსახურება, რეალური ღირებულებები და მომსახურების მაღალი ხარისხი ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენი მომხმარებლები ჩვენზე ამბობენ: „სწორად ავირჩიე!”
სწორი ღირებულებები – ჩამოყალიბებული ნდობა
ჩვენ არ ვმალავთ ტარიფებს. Seven Logistic გთავაზობს რეალურ, დოკუმენტურად დადასტურებულ სატრანსპორტო ტარიფებს — ეს ნიშნავს, რომ იცი, რისთვის იხდი და სად მიდის თითოეული ლარი. ჩვენ გეუბნებით სიმართლეს თითოეულ ეტაპზე.
ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი – შენი პირადი მრჩეველები
ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა, ენერგიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც სრულიად შენზე არიან ორიენტირებულები — გაგიწევენ ინდივიდუალურ კონსულტაციას ყველა ეტაპზე, ამერიკის აუქციონიდან დაწყებული, საქართველოში ჩამოყვანამდე. ჩვენი საერთო მიზანი შენთვის ავტომობილის დროული ჩამოყვანაა.
გამჭვირვალობა ყველა დეტალში
ჩვენთან თანამშრომლობისას არ დაგჭირდება რისკზე წასვლა ან „და ლოდინი, ნეტა როდის ჩამოვა”.
Seven Logistic მუშაობს ღიად, სწორად და პასუხისმგებლობით. პროცესის სრული მონიტორინგი, თანამედროვე და სრულიად გამართული პროგრამული უზრუნველყოფა, ოფიციალური დოკუმენტაცია და მუდმივი კომუნიკაცია — შენი სიმშვიდის გარანტიაა!
მარტივი პროცესი – მაქსიმალური შედეგი
შენ ირჩევ ავტომობილს — დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ. დაგეხმარებით მოდელის შერჩევაში, მდგომარეობის შეფასებაში, აუქციონზე შეძენაში, ტრანსპორტირებაში, დოკუმენტაციაში. ყველაფერი ერთიანად, მარტივად და დროულად.
ჯერ ისევ ფიქრობ?
არ აქვს მნიშვნელობა, უკვე იცი, რა გინდა, თუ ჯერ ისევ ფიქრობ — Seven Logistic შენს გვერდითაა ყველა შემთხვევაში. გვკითხე, რაც გაინტერესებს — ჩვენი მიზანია, რომ გადაწყვეტილება მიიღო გამოცდილი და კვალიფიციური სევენელებისგან რჩევების მიღების შემდეგ.
ახლა შენი ჯერია!
იყავი იმ მომხმარებლებს შორის, ვინც ავტომობილი უკვე ჩაიბარა იმავე ღირებულებით, რაც თავიდანვე იყო შეთანხმებული.
Seven Logistic – სანდო პარტნიორი თქვენს ახალ გზაზე!
დაგვიკავშირდი დღესვე და დაიწყე თანამშრომლობა საიმედო კომპანიასთან შენი ავტომობილის ჩამოსაყვანად.
[R]