9
Jan
2019

9 იანვარი სევერუს სნეიპის დაბადების დღეა

9 Jan 2019

სახელგანთქმული ჯადოქარი სლიზერინის სახლიდან, სიკვდილის მხვრელი, ფენიქსის ორდენის წევრი, ბნელი მაგიისგან თავდაცვის მასწავლებელი, შხამების დიდოსტატი და მცირე დროით ჰოგვორტსის დირექტორიც კი…  ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” ლეგენდარული პერსონაჟი, პროფესორი სევერუს სნეიპი ფენტეზის სამყაროს 1960 წლის 9 იანვარს  მოევლინა. ალბუს დამბლდორის კითხვაზე “ამდენი ხნის შემდეგაც?” მისი პასუხი “ყოველთვის!” უკვე მრავალი წელია შთააგონებს მაგლებს, იმის მიუხედავად, ჰარი პოტერის მოყვარულები არიან თუ არა. შთამაგონებელია მისი ჩანაწერებიც “ნახევარპრინცის” წიგნში, რომლითაც მოგვიანებით ჰარი პოტერი ხელმძღვანელობს. მისი პერსონაჟი დიდი ხნის განმავლობაში ამოუცნობი იყო მკითხველისთვის – მკაცრი, უხეში და ზოგჯერ მტრულიც კი. თუმცა, მკითხველისთვის შთამბეჭდავია მისი ნამდვილი ბუნება, ხასიათი და თავგანწირვა. სევერუს სნეიპი 1998 წლის 2 მაისს, ვოლდემორტის ბრძანებით აღესრულა. სნეიპის როლს “ჰარი პოტერის” ეკრანიზაციაში ალან რიკმანი ასრულებს.

განხილვა