in

„სევსამორას” ეკომეგობრული ისტორია – მეტი ზრუნვა გარემოზე

„სევსამორა” საგურამოში მდებარე სასტუმრო და სპა არის, რომელიც სტუმრებს 2019 წლიდან მასპინძლობს. ის ასევე აერთიანებს რესტორნებსა და ღვინის მარანს, რაც აქ დასვენებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სევსამორა რეზორტი მაღალ სტანდარტებს დიდ ყურადღებას უთმობს, ეს კი ეკომეგობრული სტრატეგიის გარეშე დღეს წარმოუდგენელია. ამისთვის გუნდი ჩაერთო CENN-ის კამპანიაში „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა გარემოსდაცვითი აქტივობები და გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის შედეგი. წყლის დისპენსერები ჩანაცვლდა ახალი, ინოვაციური სისტემით. გუნდის წევრებმა დაიწყეს პლასტმასისა და მინის განცალკევება, ნარჩენების მოგროვება და სპეციალურ პუნქტებში ჩაბარება. კონფერენციების დროს კალმების ნაცვლად, რომლებიც ძირითადად პლასტმასისგან მზადდება, გამოიყენება ფანქრები, ასევე, იგეგმება ტერიტორიის კიდევ მეტად გამწვანება და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობების დანერგვა.

ამ ვიდეოში კი უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, სევსამორასა და მისი ეკომეგობრული პოლიტიკის შესახებ.

Valentino-მ სიურრეალისტური ფანტაზიები ფილმში გააცოცხლა

Lineate Georgia-ს ეკომეგობრული ოფისის სტრატეგია