დიდ ბრიტანეთში, მალე, სექსისტური რეკლამა კანონით აიკრძალება. საუბარია ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე, სადაც პერსონაჟი, გენდერული კუთვნილების გამო, ამა თუ იმ დავალებას, ვერ შეასრულებს.
რეკლამაში სექსისტური სტერეოტიპების გაჟღერება, საკანონმდებლო დონეზე, დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების განმსაზღვრელი კომიტეტის (ASA) გადაწყვეტილებით აიკრძალება. ახალი კანონით, შეუძლებელი იქნება რეკლამაში პერსონაჟი ქალის გამოყვანა, რომელიც, პარკინგზე, მანქანას ვერ აჩერებს, ან მამაკაცის, რომელიც საოჯახო საქმეებს ვერ აკეთებს.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ახალი კოდექსი, ძალაში 2019 წლის ივნისიდან შევა.
წარმოგიდგენთ ქართულ რეკლამებს, სადაც, ასევე, აქტუალურია სექსიზმის პრობლემა.