Pornhub–მა, ზრდასრულთა გასართობმა საიტმა, გარემოს გადარჩენის მიზნით, ახალი კამპანია, ‘Sexstainability’ წამოიწყო. ინიციატივის ფარგლებში, Pornhub-ზე დაემატება “Sexstainable JOI”, სრულიად ახალი არხი, რომელშიც მონაწილეობენ Pornhub- ის მოდელები და ელჩები და მომხმარებლებს ასწავლიან, როგორია უფრო „სექსუალური“ ქცევა.
ეს გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის მისიაც ადამიანების ინფორმირება და შთაგონებაა, ყოველდღიური ქმედებებით გამოწვეული ნახშირბადის კვალი შეამცირონ. მომდევნო თვეების განმავლობაში, ახალ არხზე ვიდეოს თითოეული ნახვიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც კლიმატზე ზრუნვის ფონდ 2030 or Bust-ში გადაირიცხება.