24
May
2019

აპლიკაცია სექსუალური განათლებისთვის და ბოტი, რომელიც სექსტინგს გასწავლით

24 May 2019

veon
veon


მაშინ, როცა საქართველოში სექსუალური განათლების საჭიროებაზე ვდავობთ, მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებისთვის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოძებნა უწევს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა სექსტინგი და სულაც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში მის შესახებ არაფერი ვიცით.

სექსტინგი ეს არის პროცესი, როცა ონლაინ სივრცეში (ჩატში), სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთმანეთს სექსუალური ხასიათის ტექსტებს წერენ, ან უგზავნიან მსგავსი კონტექსტის ფოტოებს. ტექნოლოგიური კომპანიები ფიქრობენ როგორც სექსუალური განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების როლზე, ასევე, სექსტინგის კულტურის განვითარებაზე…

როგორი უნდა იყოს სწორი, ურთიერთპატივისცემით წარმართული სექსტინგი, ფლირტი, სექსუალური მგრძნობელობის საუბარი ონლაინ სივრცეში? სექსუალური განათლების აპლიკაციამ Juicebox ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეძლო. გარდა ინფორმაციისა, რომლის მიღება ამ iOS აპლიკაციიდან შეგიძლიათ, Juicebox-ის ჩეთბოტი Slutbot სექსტინგში „გაგწვრთნით“.

ინტიმური საუბრების იდეა ჩეთბოტთან შესაძლოა სასაცილოდ გეჩვენოთ, თუმცა, Slutbot ადამიანების ფლირტის „ნავიგაციის“ განვითარებას ემსახურება, რისკისა და სხვა ადამიანის შეურაცხყოფის გარეშე.

სერვისით სარგებლობა აპლიკაციის 18 წელს გადაცილებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. რაც შეეხება პერსონალური ინფორმაციის დაცვას, Juicebox ირწმუნება, რომ გაცილებით სანდოა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისთან სექსტინგითაც დაკავებული ხართ.

განხილვა