in

რა შედეგი მოაქვს სექსუალური შევიწროების უცნობ, ან გასაჯაროებულ ფაქტებს კომპანიისთვის?

სექსუალური შევიწროების თაობაზე საჯარო განცხადებების ტალღა, რომელიც გასულ თვეებში შეიმჩნეოდა, დასრულდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული მამაკაცების მიწაზე დანარცხებით, მათ შორის, მედიის, გასართობი ინდუსტრიის, სპორტის, ბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენლების. სოციალური მედიებში, როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram, კამპანია #MeToo-ს სახით შეიქმნა ამ საკითხზე საჯარო საუბრის, ღია კომუნიკაციის პრეცედენტი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გასაკვირი არ არის კომპანიების რექაცია არსებულ რეალობაზე – ისინი ატარებენ სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგი პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, შეხვედრებს, ნაწილობრივ, კომპანიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის, მეორე მხრივ კი საჯარო, დრამატული შედეგების თავიდან ასარიდებლად.

რა შეიძლება კვლევამ გვითხრას სექსუალური შევიწროების კრიტიკულ შედეგებზე? როგორ აყალიბებს სექსუალური შევიწროების ფაქტები წარმოდგენებსა და მოლოდინებს კომპანიასთან დაკავშირებით და ასევე, ორგანიზაციაში გენდერულ სამართლიანობასთან მიმართებაში? განსხვავდება თუ არა სექსუალური შევიწროებით კომპანიისთვის მიყენებული ზიანი, მარტივად – საზოგადოების უნდობლობა, თუნდაც, ფინანსური თაღლითობით მიღებული შედეგისგან? ექსპერიმენტების სერიის შედეგად, მკვლევარები ეცადნენ გაეცათ პასუხი ამ კითხვებისთვის, დაახლოებით, 1500 ამეიკელი მონაწილის გამოკითხვის გზით, შეისწავლეს ეს საკითხი. კვლევამ აჩვენა, რომ თითოეული სექსუალური შევიწროების ფაქტის განცხადებას შეუძლია, დრამატულად ნეგატიურისკენ შეცვალოს საჯარო წარმოდგენები კონკრეტული კომპანიის გენდერულ და არამხოლოდ გენდერულ სამართლიანობაზე.

პირველ ონლაინ კვლევაში, მონაწილეებს მისცეს წასაკითხად საბაზისო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. შემდეგ კი, მონაწილეთა ნახევარმა წაიკითხა, რომ კომპანიის მენეჯერის მხრიდან, მოხდა სექსუალური შევიწროება დაქვემდებარებული ქალის მიმართ. ჯგუფის მეორე, საკონტროლო ნაწილმა კი არ მიიღო ეს ინფორმაცია. მეორე ონლაინ კვლევის ფარგლებში, მონაწილეთა ერთმა მესამედმა წაიკითხა ინფორმაცია სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ, ნაწილმა – მენეჯერის მხრიდან ფინანსური დანაშაულის შესახებ, ხოლო მესამე ნაწილმა კი, სხვა დარღვევების თაობაზე. თითოეული კვლევის შემდეგ, მონაწილეებმა შეაფასეს და წარმოაჩინეს, თუ როგორ აღიქვამდნენ აღნიშნულ ორგანიზაციას და ასევე, გამოთქვეს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაეკეთებინა კომპანიას ამ დარღვევების საპასუხოდ.

აღმოჩნდა, რომ როცა ადამიანები იგებენ ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ, ისინი ხედავენ კომპანიას არა მხოლოდ იმდენად მოუწესრიგებლად, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდეს, არამედ ნაკლებ სანდო ორგანიზაციად, სადაც შეიძლება ყველაფერთან ერთად, ხდებოდეს ფინანსური მაქინაციები, არაკეთილსინდისიერი, არაკანონიერი ოპერაციები და ა.შ. ასევე, აღმოჩნდა, რომ ადამიანები სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევენ მეტად კულტურული პრობლემის ინდიკატორად, ვიდრე „ცუდი ვაშლის პრობლემად“. ეს შედეგი წარმოაჩენს სექსუალურ ძალადობას არა იმდენად კონკრეტული ინდივიდის, არამედ იმ კულტურის პრობლემად, რომელშიც ინდივივიდი არსებობს, შესაბამისად, განიცდის გავლენებს შეხედულებებისა თუ ქცევითი ნორმების თვალსაზრისით.

არის, თუ არა სექსუალური შევიწროება თქვენი ორგანიზაციული კულტურის ნაწილი და როგორ შეგიძლიათ მისი აღმოფხვრა?

მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა წაიკითხეს ან არ წაიკითხეს კომპანიაში სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ, რომელიც გამოიხატებოდა მენეჯერის მხრიდან დაქვემდებარებული ქალის შევიწროებით, მკვლევარებმა კითხეს მათ – კომპანიას რეაქციის სახით შეეძლო მომავალში დაექირავებინა მეტი ქალი, თუ კაცი კადრი? აღმოჩნდა, რომ ადამიანები მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალს ხედავენ მეტი ქალის დაქირავებაში. ფუნდამენტური კულტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მონაწილეებმა იპოვნეს მეტი ქალის დაქირავების გამოსავალი. მეორე მხრივ კი, აღნიშნეს, რომ საწინააღმდეგო შემთხვევა, ანუ მეტი კაცის დაქირავება, ხელს შეუწყობს ასეთ კომპანიაში სექსისტური კულტურის განვითარებას.

ბოლო ონლაინ კვლევაში წარმოადგინეს კომპანიების რეაქციები სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. აღმოჩნდა, რომ როცა ორგანიზაცია იჩენს დროულ, ინფორმაციულ ყურადღებას დაზარალებულის მიმართ და  დამნაშავესთან მიმართებაშიც, სწორი რეაგირებით, მას შეუძლია გვერდი აუაროს კრიტიკულ შედეგებს და იმიჯის დონეზე, დარჩეს ისეთივე ორგანიზაციად, რომელშიც არასდროს მომხდარა მსგავსი ფაქტი. მეორე მხრივ კი, თუ კომპანია იჩენს ნელ რეაქციას, ფაქტს აბრალებს დაზარალებულს, მის ჩაცმულობას ან ქცევას, კონკრეტულ თანამშრომელში გამოწვეული უსამართლობის განცდა შეიძლება მივიდეს საჯარო განცხადებამდე.

ეს მიგნებები პასუხობენ რამდენიმე ძირითად კითხვას, რომელსაც ორგანიზაციები აწყდებიან სექსუალური შევიწროების შემთხვევების შემდეგ. კვლევა ცხადყოფს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევის გაჟღერება საკმარისია საზოგადოების თვალში კომპანიის იმიჯის დრამატული ცვლილებისთვის, მეტიც, ეს აყალიბებს წარმოდგენას, რომ ორგანიზაცია სტრუქტურულად უსამართლოა.

შედეგების მიხედვით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, რომ იყოთ მეტად აქტიურები და გამოავლინოთ რეაქცია თქვენს კომპანიაში მიმდინარე მსგავს ფაქტებზე, აღმოფხვრათ ისინი მანამ, სანამ სოციალური მედიისა თუ სხვა გზების გამოყენებით, ყველასთვის ცნობილი გახდება მათ შესახებ. სანამ ცნობილი გახდება სამწუხარო შემთხვევების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ თქვენი თანამშრომლებისთვის, არამედ, სრულიად კომპანიის იმიჯისთვის დრამატული შეიძლება იყოს.



დიმას ბანკმა დიმა ნებიერიძეს საფეხბურთო ოცნება აუხდინა!

„ვაზისუბნის მამულის“ ახალი ღვინო – „ქართული მზე“ ანუ მზე, რომელიც გვიყვარს