როგორ მიაწვდიდით აუდიტორიას სექსუალურ ძალადობაზე შემზარავი სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას?
ლისაბონში, სააგენტო Coming Soon-მა ასეთი კრეატიული გამოსავალი მოძებნა, ვიდეორგოლში აუდიტორიის ჩართვის მიზნით, სახალისო სტატისტიკა მოიგონა, ბოლოს კი სინამდვილე გვაჯახა, ზუსტად ასე:
ყოველი ხუთი ბავშვიდან, ოთხს შოკოლადი უყვარს, სამს სანტა კლაუსის სჯერა და ერთს რაღაც არ მოსწონს ამ ყველაფერში;
ხუთი ბავშვიდან, ოთხს ცეკვა უყვარს, სამი სპორტზე გიჟდება, ერთს სუპი უყვარს, ხოლო ორს – მუცელში ღიტინი ანიჭებს სიამოვნებას;
ხუთი ბავშვიდან, ოთხს ძაღლები უყვარს, ერთი ისურვებდა, რომ უჩინარი ყოფილიყო, ორს უნდა, რომ ფრენა შეეძლოს, კიდევ დანარჩენ ორს კი თევზებივით ცურვის უნარი უნდა, ჰქონდეს;
ხუთი ბავშვიდან, ოთხს სურს, საკუთარ დედმამიშვილს ჰგავდეს და მხოლოდ ერთმა იცის იაპონიის დედაქალაქის სახელი…
ყველა ზემოჩამოთვლილი სტატისტიკა მოგონილია, თუმცა, ეს რეალობაა – ევროპაში 5 ბავშვიდან, ერთი სექსუალური ძალადობისგან იტანჯება!
Advertising Agency: Coming Soon, Lisbon, Portugal
Creative Team: Marcelo Lourenco, Pedro Bexiga
Production House: Bro Cinema
Diretor: FT Wolfe
Executive Producer / Director: Diogo Sereno
Project Manager: Joao Belmar
Editor: Goncalo Dias, Pedro Fernandes
Sound: Menino Grava
Voice: Diana Nicolau












