29
Apr
2013

ყველაზე თამამი ქართული რადიო რეკლამა

29 Apr 2013



მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ მზა კოქტეილების Manchester Drinks-ის ძალიან თამამ რადიო რეკლამას.

რეკლამის მოსმენა შეგიძლიათ აქ:

უცნობია რა რეაქცია ექნება საზოგადოებას რადიო რეკლამაზე, მაგრამ ის ახალი პროდუქტის მინიმუმ ერთხელ გასინჯვის სურვილს ნამდვილად აჩენს, განმეორებითი შესყიდვა კი უკვე პროდუქტზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ კომპანიის დირექტორს თორნიკე ელიზაბარაშვილს ვესაუბრეთ:

გადაწყვეტილი გვაქვს აგრესიულად შესვლა ბაზარზე და ეს რადიო რეკლამაც საკმაოდ პროვოკაციული ხასიათისაა, ალბათ ყველაზე თამამი რგოლია რაც კი დღემდე დამზადებულა საქართველოში. ვთვლი რომ სექსის თემას (sex sells) ჯერ კიდევ არ იყენებენ აქტიურად საქართველოში და რეალირად ის ერთ-ერთი მომგებიანი პოზიციაა.

1) შეაფასეთ რეკლამა კომენტარებში.

2) გაგიჩნდათ პროდუქტის შეძენის სურვილი?

 

განხილვა

1 Response