სოციალურ მედიაში კალენდარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ყველამ იცის, ვისაც ამ სფეროსთან რაიმე გადაკვეთა ჰქონია, ამიტომ ლექციით – „რატომ არის კალენდარი მნიშვნელოვანი”, თავს არ შეგაწყენთ. თქვენ ეს ისედაც იცით.
არ აქვს მნიშვნელობა, სოცმედიის მენეჯერი ხართ, კონტენტმარკეტერი თუ კონტენტკრეატორი, კალენდრის წარმოება თქვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილი იქნება, ამიტომ გამოგვყევით, ამ სტატიაში რამდენიმე შაბლონს გაჩვენებთ, სადაც კალენდრის შექმნა შეგიძლიათ.
როგორც ბევრი სხვა ხელსაწყო, Canva-ში კალენდარიც კეთდება. უკვე მზა, რედაქტირებადი შაბლონით შეძლებთ, თქვენი გეგმები გაწეროთ და შესასრულებელი დავალებების სია გააკეთოთ.
Notion არის საოცრად მოქნილი ინსტრუმენტი, სადაც შეგიძლიათ, მარტივად შეინახოთ ტექსტი, წარწერები და მედია, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ კალენდარში თითოეული პოსტისთვის.
ის, ასევე, საშუალებას გაძლევთ, თქვენი პოსტები ნახოთ სხვადასხვა ფორმატში, როგორებიცაა: დიაგრამა, ცხრილი, სია, დაფა და სხვა. Notion-ის მეშვეობით, შეგიძლიათ, დაგეგმოთ ციფრული კამპანიები, ბლოგპოსტების გამოქვეყნება და სხვა მრავალი აქტივობა.
აქ შეგიძლიათ, შექმნათ ყოველკვირეული ან ყოველთვიური კალენდარი. შეგიძლიათ, პირდაპირ ჩააგდოთ პოსტები ან ადგილი გადაუნაცვლოთ. ნებისმიერ დროს შეცვლით გამოქვეყნების თარიღს და ასევე გაფილტრავთ პოსტების გეგმას სასურველი პლატფორმის მიხედვით.
ის საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ თქვენი სტრატეგია ერთი ცხრილის მეშვეობით. ის შეიცავს ჩანართებს, რომლებიც სოციალური სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტის გასათვალისწინებლად გამოგადგებათ. ეს შეიძლება იყოს გეგმა ყოველდღიური გამოქვეყნებიდან ყოვლისმომცველ ყოველთვიურ კამპანიებამდე. აქ ასევე იპოვით გამოყოფილ სექციებს თითოეული სოციალური პლატფორმისთვის.
პროექტების მართვის გარდა, Trello სოციალური მედიის დამგეგმავადაც გამოდგება. აქ შესაძლებელია არა მხოლოდ კალენდრის შექმნა, არამედ პოტენციური შინაარსის იდეების დამატება, მიმდინარე სამუშაოების თვალყურის დევნება, ყოველთვიური სოციალური მედიის პროგრესის ანგარიშების გაზიარება და სხვა. ეს ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ რესურსად..
თუ თქვენ ხართ ინდივიდუალური ან მცირე სოციალური მედიის გუნდი შეზღუდული რაოდენობის პროექტებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ Asana უფასოდ. უფრო დიდი გუნდების შემთხვევაში, პრემიუმვერსიის გამოწერა მოგიწევთ.
ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან ამოცანები სასურველი თარიღის მიხედვით, დაამატონ მორგებული ველები, რათა განსაზღვრონ რომელ პლატფორმაზე გამოაქვეყნებენ პოსტს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი