in

ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტრო ენერგიას ჩრდილის დახმარებით აწარმოებს

veon
veon

შუქსა და ჩრდილს შეეძლებათ ელექტრო ენერგია შეთანხმებულად აწარმოონ. ახალი მოწყობილობა, რომელიც სინგაპურის ნაციონალურ უნივერსიტეტში შექმნეს, ამის საშუალებას იძლევა. ჩრდილისგან ენერგიის გენერირებას მათ სილიკონის ზედაპირზე სუპერთხელი ოქროს ფირფიტების განლაგებით მიაღწიეს. მზის პანელების მსგავსად, სინათლე, რომელიც სილიკონის ზედაპირზე ეცემა ელექტრონებს წარმოშობს, ოქროს ფირფიტების ნაწილი კი უზრუნველყოფს ენერგიის წარმოებას მაშინაც, როცა მოწყობილობის ნაწილი ჩრდილქვეშაა.

„ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ენერგია დედამიწის ნებისმიერ ადგილას და არამხოლოდ ღია სივრცეებში“, – ამბობს სვი ჩინგ ტანი, სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერი, რომელიც მოწყობილობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. მოწყობილობის მუშაობის პრინციპი კი შემდეგია – ელექტრონები სილიკონიდან ჩრდილში მყოფ ოქროს ფირფიტებზე გადადიან. მოწყობილობის იმ ნაწილში კი, რომელსაც ჩრდილი ფარავს და რომელშიც ოქროს ფირფიტებია განლაგებული, ენერგიის ვოლტაჟი იზრდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, გენერატორის ნაწილის ჩრდილში მოთავსებით ელექტრობა იზრდება და შესაბამისად, გაჯეტების მსგავსი მოწყობილობის დახმარებით დამუხტვაც უფრო რეალურია. ნაშრომში ნათქვამია, რომ SEG (ანუ  shadow-effect energy generator) ჩრდილში 200%-ით ეფექტურია, ვიდრე სილიკონისგან დამზადებული მზის პანელები. მას ძალიან დაბალ ინტენსივობაზე (0.0025 sun) 1.2 V-ის წარმოება შეუძლია.

ექსპერიმენტის ფარგლებში, გუნდმა ასეთი გენერატორის დახმარებით, დაბალი განათებისა და ჩრდილის პირობებში, ელექტრონული საათი დამუხტა. მათი თქმით, SEG შეიძლება იყოს ჭკვიანი სენსორული სისტემების ნაწილი, მათ შორის, შენობებში, ანუ დახურულ სივრცეებში. ამ ეტაპზე კი, გუნდი მოწყობილობის განვითარებაზე მუშაობს, იმისათვის, რომ ჩრდილის გამოყენება უფრო ეფექტურად გახდეს შესაძლებელი.

ერთი ბიჭის ისტორია…

რატომ არ არის ხოლმე პოზიტიური ფრაზები გუნდის წევრებისთვის საკმარისი?