in

შაქარი ბიოლოგიური დაბერების პროცესს აჩქარებს — კვლევა

შაქარი რომ დიდად სასარგებლო არ არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა კვლევა გვეუბნება, რომ შაქრის შემცველი საკვების დიდი ოდენობით მიღება, შესაძლოა, ორგანიზმის ბიოლოგიურ საათზე ზემოქმედებდეს. პირდაპირ რომ ვთქვათ, გვაბერებდეს. იმ შემთხვევებშიც კი, როცა კვების რაციონი სხვა კუთხით ჯანსაღია… ამგვარად, მიღებული შედეგები, შესაძლოა, იმის ახსნაშიც დაგვეხმაროს, რატომ ბერდება ზოგი ადამიანი სწრაფად და ზოგი ნელა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ასაკის არიან. 

M2
M2

კვლევა 342 საშუალო ასაკის მქონე ქალზე ჩატარდა და აღმოაჩინა, რომ მათ, ვინც დიდი ოდენობით იღებდა შაქარს, დაბერებული შესახედაობის მქონე უჯრედები ჰქონდა. მკვლევარ ბარბარა ლარაიას თუ დავუჯერებთ, ყოველდღიურად შაქრის 10 გრამით შემცირებით, ბიოლოგიური საათი 2.4 თვით უკან დაბრუნდა… თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ შედეგისთვის მუდმივობაა საჭირო. 

აქ ეპიგენეტიკური ცვლილებები უნდა ვახსენოთ, რაც ხშირად ქიმიური ბოქლომების მსგავსად მოქმედებს, გენების დეაქტივაციას გვთავაზობს და ცვლის სხეულის გენეტიკური კოდის გამოხატვას დროთა განმავლობაში. სწორედ ეპიგენეტიკური ცვლილებები აძლევს მეცნიერებს საშუალებას, ამოიცნონ და უკეთ გაიაზრონ, რამდენი წლისაა უჯრედი, რა სტრესი ან ზიანი გადაუტანია. 

კარგად ცნობილია ისიც, თუ რამდენად ზემოქმედებს ადამიანის ეპიგენეტიკურ საათზე კვების რაციონი, ცხოვრების სტილი, გენეტიკა და დაავადებები, მაგრამ რა როლს თამაშობს ამ პროცესში შაქარი, ამის შესწავლა ახლა დაიწყეს. ზემოთ მოცემული კვლევა კი ერთ-ერთი პირველია მათ შორის!

მეცნიერების თქმით, შაქრის დანამატი დაბერებასთან დაკავშირებულ ეპიგენეტიკურ გადამრთველებს იმაზე უფრო სწრაფად ცვლის, ვიდრე ჯანსაღი საკვები, მიუხედავად იმისა, სხვა ჯანსაღ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს თუ არა თქვენი კვების რაციონი. 

შესაბამისად, მდედრობითი სქესის მონაწილეებს, რომლებსაც ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რაციონი გააჩნდათ, უფრო ახალგაზრდული შესახედაობის ეპიგენეტიკური ასაკის უჯრედები ჰქონდათ. ამასთან, ხმელთაშუაზღვის დიეტაზე მყოფებსაც დაბალი ეპიგენეტიკური საათები აღენიშნებოდათ. 

ამგვარად, რაც უფრო მეტ შაქარს მოიხმარდა ადამიანი დღეში, მით უფრო დაბერებულად გამოიყურებოდა ნერწყვის დნმ მეცნიერებისთვის. საშუალოდ კვლევაში ჩართული მონაწილეები დღეში 60 გრამ შაქარს იღებდნენ, ზოგიერთი 300 გრამსაც კი… არადა, American Heart Association-ის რეკომენდაციით, შაქრის დანამატები ქალებმა 25 გრამამდე, ხოლო კაცებმა 36 გრამამდე უნდა შეამცირონ…

ჩვენ ვიცოდით, რომ შაქრის დიდი ოდენობები მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუარესებასა და ადრეული დაავადებების განვითარების რისკებს უკავშირდებოდა, იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ფაქტორი… ახლა კი ვიცით, რომ ეპიგენეტიკური დაბერების გაძლიერებული პროცესი საფუძვლად უდევს ამ ურთიერთობას და შაქრის ჭარბად მიღება ჩვენს ჯანსაღ კეთილდღეობას ზღუდავს, — აცხადებს ელისა ეპელი, ქცევითი მეცნიერი.

ადიდასი, ჰიუნდაი, ჟოზე მოურინიო და ჯილდოები! – კამპანიები, რომლებზეც ბასკი ასათიანმა იმუშავა

რებრენდინგით სურთ, ბალეტი ახალგაზრდა აუდიტორიას შეაყვარონ