First Folio-ს, ანუ უილიამ შექსპირის პიესების პირველი კრებულის, 400 წლის აღსანიშნავად, Shakespeare’s Globe-მა ახალი ფონტი გამოუშვა. გამოცემა ისეთ ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიცაა მაკბეტი და ქარიშხალი — შესაბამისად, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ლიტერატურის ისტორიაში.
Typeland-ის მიერ შემუშავებული ფონტი კრებულში შემავალი პიესების სახასიათო დეტალებს აერთიანებს. მაგალითისთვის, ვხედავთ ზაფხულისთვის თემატურ ელემენტებს, „აყვავებისა და დაშლის იდეებს, ასევე რეგენერაციის ციკლებსა და ბალანსის აღდგენას“. Design Week-ის მიხედვით, ორნამენტირებული ასოების დიდხნიანი ტრადიცია არსებობს — ფონტის ამგვარ სტილში გამოყენებულია ხილის, ყვავილების, ველური ბუნებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ვიზუალები.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდია უშუალოდ First Folio-ზე ფოკუსირდა, ისტორიული კრებულის ინტერპრეტაციას მიმართა და თანამედროვე მანერას მოარგო.