in

,,ბიოგრაფი ლივინგის“ მხარდაჭერით, ,,არტ გალერეა ნობლესში“ მხატვარ შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის“ მხარდაჭერით, ,,არტ გალერეა ნობლესში“ მხატვარ შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე მხატვრის მიერ შეიქმნა ქართველი პრიმა ბალერინას, საქართველოს სახალხო არტისტის, ნინო ანანიაშვილის ცოცხალი ავტოგრაფი. ამასთან ერთად, გამოფენასთან დაკავშირებით, ,,არტ გალერეა ნობლესმა“ გამოსცა შალვა მატუაშვილის პერსონალური ალბომი, რომელშიც შესულია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ტექსტურ ნაწილზე კი ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშვილმა იმუშავა.

დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ქართული ხელოვნების მხარდამჭერია. ბრენდი შექმნილია ქართულ მოტივებზე, ხოლო ვიზუალური იდენტობა ეხმიანება და ასახავს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას.

,,ბიოგრაფი ლივინგი ბრენდის იდეოლოგიას აგრძელებს და გალერეა ,,ნობლესთან“ ერთად მხარს უჭერს როგორც ქართული ხელოვნების, ისე კულტურის განვითარებას და მათ პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. გვჯერა, რომ ქართული ხელოვნება გააგრძელებს ტრადიციას  და თავისი უნიკალურობით კიდევ უფრო დიდ აღიარებასა და წარმატებას მოიპოვებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშიროსო ასპარეზზე“, – განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

დეველოპერული კომპანიის მიზანია, აშენდეს პროექტები, სადაც ისტორია და კულტურა შერწყმულია ქალაქის ძლიერ ენერგიასა და მის შეუჩერებელ პროგრესთან. ამასთან ერთად, შეიქმნას ადგილები, რომლებსაც აქვს ხასიათი, კავშირი ქართულ იდენტობასთან, კულტურასთან და ხალხთან.

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. ,,საკენი“ – რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და ,,მატიანი“ – წერეთლის გამზირი #45. პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.

ბიოგრაფი ლივინგის  მიერ შექმნილი საცხოვრებელი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს. კომპანია მომავალ წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.

[R]

Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს!