in

შანხაიში Disneyland იხსნება

შანხაის Disneyland–ის გახსნაზე, რომელიც 16 ივნისს იგეგმება, მოხვედრის მსურველებმა ბილეთები 28 მარტს ღამითვე, ზუსტად, ერთ საათში დაიტაცეს.

შანხაის $5.5 მლრდ-იანი  Disney–ის პარკი 963 აკრზეა გადაჭიმული. მისი მშენებლობა 2015 წელს დასრულდა, თუმცა, საბოლოო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შანხაის პარკი სიდიდით ჰონგ-კონგის Disneyland–ს უტოლდება, რომელიც 2005 წელს გაიხსნა. .

წინასწარი მონაცემებით, ახალი Disneyland პირველსავე წელს მნახველების რეკორდულ მაჩვენებელს მიიღებს.

უსაფრთხოების მიზნით, Disneyland–ის ყველა ბილეთს თავისი ინდივიდუალური კოდი აქვს. მიუხედავად ამისა, Alibaba Taobao–მ მაინც გამოააშკარავა გადამყიდველები, რომლებიც ბილეთების მსურველებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ.

 

ჯეი ფაროუს იმპროვიზებული პერფორმანსი გაზიანი სასმელების აპარატიდან

ჯეისონ სტეტჰემი ქალის იმიჯით