in

ნახეთ: შანხაის ცაზე 1500 დრონით გიგანტური QR კოდის გამოსახულება შექმნეს

შოუ ვიდეო თამაშ “Princess Connect! Re: Dive”-ის ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა

შანხაიში დაფუძნებულმა ონლაინ გასართობმა კომპანია Bilibili-მ, თავისი მარკეტინგული ხრიკით, მთელი მსოფლიო გააოცა.

BOG
BOG

გიგანტური QR კოდი

ცოტა ხნის წინ კომპანიამ 1500 დრონი გამოიყენა, რათა შანხაის ცაზე გიგანტური QR კოდის გამოსახულება შეექმნა. “ჩინეთი მომავლის სამყაროში ცხოვრობს, გიგანტური QR კოდი ნამდვილად სიგიჟეა!” – ასე ეხმაურებოდნენ Facebook მომხმარებლები შოუსთან დაკავშირებულ სიახლეს, რომელიც სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს.

Bilibili-მ შოუ იაპონური ვიდეო თამაშ “Princess Connect! Re: Dive”-ის ერთი წლის იუბილეს მიუძღვნა. მაყურებლებს შეეძლოთ, QR კოდი მობილურის დახმარებით დაესკანერებინათ, რის შემდეგაც თამაშთან დაკავშირებულ ვებგვერდზე მოხვდებოდნენ.

თამაში იაპონიაში სამი წლის წინ ამოქმედდა, ჩინეთში კი – გასული წლის აპრილში.

ახალი კვლევა – ფიზიკური აქტივობა ვაქცინის ეფექტურობას ზრდის და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას!

„ქედი ტვ“-დან McCANN Tbilisi-მდე, ანუ გზა 1992 წლიდან – დღემდე!