in

გააზიარე სიყვარული

ვალენტინობის კოლექცია ESHVI-სგან

სიყვარული მოგზაურობას გავს, მთავარია დაინახო გულით…
გრძნობების გამოხატვის დრო ყოველთვის არის, თუმცა, გამორჩეულად დათარიღებული 14 თებერვალია.

ამ დღესთან დაკავშირებით კი, „ESHVI“ სიყვარულით გაჯერებულ მოგზაურობაზე გვიყვება, რომლითაც წარადგენს თავის ახალ, სპეციალურად ვალენტინობისთვის შექმნილ კოლექციას – „Share Love ”.

ESHVI-ს სამკაული არამხოლოდ აქსესუარი, არამედ შეგრძნებებისა და მომენტის მატარებელი ნივთია. იმ ასოციაციების ერთობლიობაა, რომლებიც მუდამ სასიამოვნოდ გმუხტავს ამ სამკაულის ტარებისას.

სიყვარულში მოგზაურობა ხანგრძლივი და თავგადასავლებით სავსეა. გრძნობებში მოგზაურობისას „ESHVI-ს“ სამკაული საუკეთესო საჩუქარია, საყურე, ყელსაბამი, თუ ბეჭედი.. არჩევანი მრავალფეროვანია.. სასაჩუქრე იდეა ბევრად >, ვიდრე 14…
ESHVI-ს სამკაულებთან ერთად, შეგიძლიათ ფერებში და ისტორიებში ამოგზაუროთ თქვენი რჩეული. სიყვარული ხომ მოგზაურობას გავს, დაუსრულებელს და სათავგადასავლოს…

ლონდონში დაარსებული „ESHVI-ს” სამკაული საერთაშორისო მასშტაბით 120 მაღაზიაშია წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ კი ESHVI-ს Pop-up მაღაზია “საბურთალო სითი მოლში” გაიხსნა. ასე რომ, ქართველ მომხმარებელს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მოირგოს, ან კვლავ ონლაინ შეიძინოს ფერადი და გამორჩეული საჩუქარი.

მალე 14 თებერვალია, მზად ხარ სიყვარულისთვის?

ნახეთ, როგორია ტიმოთი შალამე ხელმაკრატელას როლში – Cadillac-ის რეკლამა

ტყის პირველი ჭკვიანი ქალაქი მექსიკაში იქმნება