in

იქნებ სანტა კლაუსს ორცხობილები არ უნდა?!

BOG
BOG

სანტა კლაუსს ბევრი რაღაც ხომ „დავაბრალეთ“ და მათ შორის ისიც, რომ მხოლოდ ტკბილი ორცხობილები და რძე უყვარს. გასულ წელს პეპსიმ რძის ადგილის დაკავება მოინდომა, ახლა კი ტკბილეულის ჯერი დადგა.

ამიტომაც, PepsiCo Foods Canada-ს ახალ ვიდეორგოლში იმედგაცრუებულ სანტას ვხედავთ, რომელსაც ყელში ამოუვიდა ამდენი ორცხობილის ჭამა — ჭარბი ტკბილეულისგან უკვე კოშმარებიც კი ელანდება. ხედავს, როგორ მისდევენ ჯანჯაფილის კაცუნები… სწორედ აქ ჩნდება განსხვავებული სნექი ჩიფსის სახით. „კამპანია ერთი მარტივი იდეით დაიწყო: რა მოხდება, თუ სანტად ორცხობილების ალტერნატივა ურჩევნია?“, — ამბობს ჯეს სპოლდინგი, PepsiCo Foods Canada-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო Rethink-მა იმუშავა, ვიზუალური ეფექტების სტუდია Tantrum-თან ერთად.

ცხოვრება შობიდან შობამდე — რეკლამა ადამიანური ურთიერთობების ძალაზე

როგორ ვაჯობოთ ჩვენს შიშებს?