in

12 ბიზნესიდეა, რომელმაც შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონში გაიმარჯვა!

შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონი დასრულდა. პროექტმა ქართველი ანტრეპრენერების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა. პროექტის განმავლობაში, არაერთმა ბიზნესიდეამ არამხოლოდ ინვესტიცია მოიპოვა, არამედ შეიძინა უზარმაზარი გამოცდილება, საიმედო პარტნიორები და ბიზნესი განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანა.

სეზონის დასასრულს, შედეგები ასე გამოიყურება: შარქების წინაშე 38 მონაწილე წარდგა ბიზნესიდეით. მათგან დაფინანსება 12-მა მოიპოვა. საერთო ჯამში, ინვესტიციამ 1,134,500 ლარი და 70,000 დოლარი შეადგინა. შარქ თენქი გლობალური პროექტია, ის პირველად 2009 წელს გამოჩნდა აშშ-ის სატელევიზიო ეთერში და უამრავი წარმატებული ბიზნესის საწყისად იქცა. შოუში წარმოდგენილია ინვესტორთა პანელი სახელწოდებით “შარქები” (“ზვიგენები”). მონაწილე მეწარმეები კი პრეზენტაციებით სწორედ მათ წარუდგენენ თავიანთ ბიზნესებს. შარქები წყვეტენ, ჩადონ თუ არა ინვესტიცია მეწარმეების მიერ შემოთავაზებულ იდეებში. შარქ თენქ საქართველო უკვე ორ სეზონს მოითვლის. პროექტის ორი სეზონის განმავლობაში კი, უკვე დაფინანსდა 26 მონაწილე და განხორციელდა 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში. ამჯერად, შოუს მეორე სეზონის გამარჯვებულ იდეებს გაგაცნობთ.

Wempler

Wempler არის P2P პლატფორმა, სადაც სერვისის მაძიებელი ადამიანები უკავშირდებიან მათ, ვისაც ამ სერვისების მიწოდება შეუძლიათ. კლიენტები, რომლებსაც სერვისის მიღება ესაჭიროებათ, პოულობენ სასურველ დამხმარეს სერვისის სხვადასხვა კატეგორიაში, სთავაზობენ ფასს და თანხმდებიან. სერვისის მიმწოდებლებს ანუ ვემპლოიერებს კი, საშუალება აქვთ მიიღონ შეკვეთები მათთვის სასურველ სფეროში და იშოვონ ფული თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე.

May be an image of 3 people, people standing and text

Let’s Move Now

იდეა წამოვიდა მოთამაშეების ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდითა და აქტიურობით დაინტერესებით. Lets Move Now-ს გააჩნია რამდენიმე მიმართულება, რაც ნიშნავს როგორც სატრანსპორტო საშუალებებით თამაშს, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ცალკე კატეგორიას – Walkers. თითოეულ მიმართულებას აქვს საკუთარი ლიდერბორდი, სადაც ტოპ მოთამაშეები პროპორციულად იგებენ თანხას. ასევე, აქტიურია რეფერალური სისტემა, სადაც არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ დაინტერესებული პირებიც – ამბასადორები – შეძლებენ გამოიმუშავონ თანხა. რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც მოიწვევენ სხვა მოთამაშეებს და ამის შესაბამისად მიიღებენ სარგებელს.

May be an image of 2 people and text

ქართული ბიზნეს სიმულატორი

სიმულატორი სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება, რათა სიმულაციურ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები და მართონ ბიზნესი. სიმულატორის მონაწილეებს საშუალება აქვთ დააფუძნონ კომპანია, შეიძინონ რესურსები, დაიქირაონ ადამიანები, შესთავაზონ ბაზარს პროდუქტები, დააწესონ ფასები და მათი ამ გადაწყვეტილებების შედეგები თავად იხილონ. სიმულატორის ფარგლებში სტუდენტები გუნდურად მოქმედებენ, როგორც კომპანიები და სხვა სტუდენტების მიერ შექმნილ კომპანიებს უწევენ კონკურენციას. მთელი ამ პროცესის შედეგებს კი მათთან ერთად მენტორი აანალიზებს და ღირებულ უკუკავშირს აძლევს სტუდენტებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს პროცესი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც სწავლა მოქმედების გზით. ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორი სამ უპირატესობას ფლობს: ქართულენოვანია, იაფია და ქართულ ბიზნეს გარემოზეა მორგებული.

May be an image of 1 person and text

OMOFOX

OMOFOX არის ციფრული ტვირთის ექსპედიტორი – ტვირთის გადაზიდვის სრული პროცესის პროვაიდერი. ამავდროულად, ახდენს არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას OMOFOX-ის პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა. ღირებულება, რომელსაც OMOFOX ქმნის სწორედ მომხმარებლების და გადაზიდვის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის საქმიანობის გამარტივებას ემსახურება. კონცეფციის ფარგლებში მოქცეული ფუნქციონალის თითოეული ელემენტის მიზანი ინფორმაციის გაციფრულებაა. ამის შედეგად, მომხმარებლებს აქვთ მუდმივი წვდომა საჭირო ინფორმაციასთან დროის უმოკლეს მონაკვეთში. ტრადიციული გზებით წარმოებული პროცესები კი, რომლებიც მეტ კომპლექსურ პროცედურებს საჭიროებს ჩვენს პლათფორმაზე მხოლოდ ერთი კლიკით ხორციელდება.

May be an image of 1 person and text

ემ მიკროორგანიზმები

ემ  არის ხსნარის სახით წარმოდგენილი კონცენტრატი, რომელიც შედგება 86 სახეობის ლიდერი სასარგებლო მიკროორგანიზმისაგან. ემ გამოიგონა იაპონელმა პროფესორმა და მეცნიერმა ტერუო ჰიგამ, რომელმაც სასარგებლო მიკროორგანიზმები პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გამოარჩია და ეს ჯადოსნური სითხე მიიღო. ის გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში: მემცენარეობა, მეცხოველეობა-მეფრინველეობა, ეკოლოგია, წყლებისათვის და სხვა. მისი დახმარებით იმატებს მოსავლიანობა, ცხოველებსა და ფრინველებში იზრდება პროდუქტიულობა და ხარისხი, ეკოლოგიაში სპობს უსიამოვნო სუნს, ამცირებს მწერების რაოდენობას სადგომებში. ეს ყველაფერი მხოლოდ ემ-ის დახმარებით ხდება. ეკოლოგიურად სუფთად და ჯანსაღად. ემ-ის დახმარებით, შევძლებთ აღვადგინოთ დაზიანებული ნიადაგი და გარემო და დავუბრუნოთ ხალხს ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი. ჩვენი პროდუქტის ეფექტური მიკროორგანიზმების სიმრავლე, სწრაფი ეფექტი და ყველასათვის ხელმისაწვდომობაა.

May be an image of 1 person and text

მივინო

ღვინო „მივინო“, ეს არის არამსხვრევად, მსუბუქ, მოსახერხებელ შეფუთვებში, რომელიც მარტივად მოიხმარება ლაშქრობაში, კემპინგისას თუ პიკნიკზე. ასევე, ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალებზე, აუზზე, ზღვის სანაპიროზე, თევზაობისას თუ მრავალი სხვა გარე აქტივობისას. მეორე მხრივ, „მივინოს“ უკეთ ესმის ახალგაზრდების ვიდრე სხვა ღვინის ბრენდებს, რომელთაც ხმის უფრო მხცოვანი ტემბრი აქვთ.

May be an image of 1 person, beard and text

ბალიში

„ბალიში“ არის მარტივად მოსავლელი, გამძლე და კომპაქტურად გადასაადგილებელი. ბალიშის შიგთავსი ავეჯის ღრუბელია, რაც ნიშნავს, რომ შევსება ან ჩამატება 1-2 წელი არ დაგჭირდებათ. სტანდარტული „პუფის“ შემთხვევაში, მისი შიგთავსის შეცვლა ასოცირდება პენოპლასტში ამოსვრილ სახლთან და თმებში ჩაწებებულ ბურთებთან. ის, დროთა განმავლობაში, წარმოუდგენელი რაოდენობის ნაგვად იქცევა, რომელსაც არავინ გადამუშავებს. „ბალიშს“ ზედაპირი ეხსნება და რეცხვადია. შეგიძლიათ დადოთ ყველგან, სადაც დღის მანძილზე გიწევთ ყოფნა, სამუშაო თუ მოსასვენებელ სივრცეებში. ღრუბელი, თავის მხრივ, ქარხნის ნარჩენია, გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ გარემოს დაბინძურების მაგივრად, ღრუბელი ბალიშებში ხვდება და ხალხის სიმყუდროვეზე ზრუნავს არაერთი წლის მანძილზე.

May be an image of 1 person, standing and text

ვილი

„ვილი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დროითი დანაკარგის გარეშე, შეიძინოს და მოიმარაგოს მისთვის სასურველი პროდუქცია: ხილბოსტნეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ჰიგიენური თუ სახლის მოვლის საშუალებები და სხვა. ონლაინ ჰიპერმარკეტის ასორტიმენტი დაახლოებით, 1500 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სადაც ქართული ფერმერული ნაწარმის საკმაოდ ფართო არჩევანია. ეს, თავის მხრივ, ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას აძლევს პროდუქცია ონლაინ ჰიპერმარკეტის საშუალებით გაყიდონ. ჩვენთვის ხარისხის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ყოველდღიურად ახალი და მხოლოდ უმაღლესი ხარიხსის აგრო მიმართულების პროდუქციით ვავსებთ „ვილის“ დახლებს. „ვილის“ თბილისის მაშტაბით, ყველა შენაძენი ნებისმიერ მისამართზე შეუზღუდავი რაოდენობით მიაქვს. მიწოდების სერვისი უფასოა, ანუ მომხმარებლი იხდის მხოლოდ პროდუქციის საფასურს. ამასთან, „ვილის“ ონლაინ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს შეუძლია შეკვეთა დაგეგმოს წინასწარ, რამდენიმე საათით თუ დღით ადრე, რაც მას დროის უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც აძლევს.

May be an image of 2 people and text

TOYO

თოიო არის ხისგან დამზადებული განმავითარებელი სათამაშოების საწარმო. თითოეული სათამაშო ფუნქციურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ხის სათამაშოებმა რაღაც პერიოდში დაკარგეს პოპულარობა, თუმცა ახლა სწორედ ის დროა როცა ბავშვებიც და მშობლებიც ხვდებიან მის უპირატესობებს, მიზანია, რომ მომხმარებელს შეეძლოს შეიძინოს ჯანსაღი, გამძლე, მრავალფუნქციური სათამაშო, რომელიც თაობებს გადაეცემა. თოიომ წარმოებაში ჩაუშვა სათამაშოები 0 თვიდან და გვაქვს უნიკალური ტექნოლოგია, რომლითაც მუშავდება 0 დან 1 წლამდე სათამაშოები, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

May be an image of 2 people and people standing

დორა

„დორას“ ამბავი 9 წლის გიორგი შეშაბერიძის იდეით დაიწყო, როდესაც სახლში გაკეთებული „მამალოები“ მაღაზიაში ჩააბარა. ამჟამად, „დორა“ 700-მდე მაღაზიას ამარაგებს, თანამშრომლობს 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან და დასაქმებული გყავს 8 ადამიანი. „დორა“ აწარმოებს სხვადასხვა სირთულის კამფეტს, მაგალითად: ფოტო კამფეტი, გამომშრალი ხილით ღვინის კამფეტი, კამფეტი ჟელიბონით და ა.შ.

May be an image of 1 person and text

Kernel

ამჟამად, საერთაშორისო დონეზე კერნელის მთავარი პროდუქტი ციფრული ინვოისირების პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ინვოისი, გადაგზავნოს კლიენტთან ან ჩამოტვირთოს დოკუმენტი PDF ფორმატში. ჩვენი ციფრული პროდუქტი ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რაც ნიშნავს, რომ საიტზე ინვოისების ატვირთვა ღილაკზე ერთი დაჭერით არის შესაძლებელი. კერნელის დახმარებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, უფრო ეფექტურად აკონტროლოს შემოსავლების მიმოქცევა. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ, გადმოწერონ რეპორტები, რომელიც ბუღალტრებისათვის საჭირო სრულ ინფორმაციას მოიცავს ან დაამატონ სხვადასხვა წევრი საკუთარი კომპანიის ანგარიშზე, რაც მათ რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს.

May be an image of 1 person and text

მიუზიკლი

დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილისა და რეჟისორ დათო დოიაშვილის, იგივე დოის სახელები ჩვენთვის უცხო არაა. მიუზიკლის იდეა ბასა ჯანიკაშვილს 7-8 წლის წინ გაუჩნდა. მიუზიკლს პიესა და მუსიკა ესაჭიროება. მუსიკა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების მიმართულებით წარმართეს. დათო დოიაშვილთან ერთად კი, პიესის თეატრში დადგმა დაიგეგმა. მიუზიკლის გაცოცხლებას 6 წელი დასჭირდა. ცოტა ხნის წინ, საამისოდ, იდეის ავტორებმა შარქ თენქში 200 000 ლარი მოიპოვეს.

May be an image of 2 people, people standing and text

როგორია შანსი, რომ სხვა ბიზნესიდეებს შორის, სწორედ ჩვენი მოიწონონ შარქებმა და პროექტში თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვან? დანამდვილებით, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ არ ცდი, ვერასოდეს გაიგებ, გაამართლებდა თუ არა შენი ჩანაფიქრი. 38 იდეიდან 12-მა მოიპოვა ინვესტიცია, მაგრამ დანარჩენი 26-ისთვის ეს იყო უზარმაზარი პლატფორმა, საკუთარი იდეები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ და ახალი შესაძლებლობები ამ გზით შეექმნათ.

ამ ერთხელაც შეგახსენებთ, რომ „შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

გემშვიდობებით, მესამე სეზონამდე.

გამოანათე – ლეო ინსტიტუტის სემინარი პიროვნული განვითარებისთვის

სამსუნგის WindFree კონდიციონერი — სიგრილე ყველგან