28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. „შარუმა ქლაბმა“ SMS გზავნილით, მომხარებლებს მოქალაქეობრივი ვალის შესრულება შეახსენა და ამ დღესთან დაკავშირებით, 25%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზა:

„ეს არის პოზიტიური გზავნილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არჩევნებზე წავა, მხოლოდ ის მიიღებს ფასდაკლებას. ხვალ, ნებისმიერი მომხარებლისთვის, ყველა ჩვენს ფილიალში, იქნება აქცია – 7 ლარიანი შაურმა ეღირება 5 ლარი“, – გვითხრეს „ქლაბ შაურმას“ ერთ-ერთ ფილიალში.












