წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს სარეკლამო ვიდეორგოლი და მთლიანად მთელი კამპანია, რომ 7,450 დოლარის ღირებულების ფოტოაპარატის შეძენის სურვილი გაუჩნდეს მომხმარებელს, თან ყველაფერთან ერთად, ისეთის, რომელიც მხოლოდ შავ–თეთრ ფოტოებს იღებს?! კომპანია LeicaM-Monochrom–მა, რომელიც სწორედ ამ აპარატებს აწარმოებს, თავისი საოცრად ძვირადღირებული პროდუქტის რეკლამირების რთული ამოცანა სააგენტო Saatchi & Saatchi–ს მიანდო. ერთობლივად მათ შექმნეს რგოლი “Free yourself from colors”, რომელიც იმდენად დამაჯერებელი და უცნაურად მომაჯადოვებელია, რომ სერიოზულად დაგაეჭვებთ სხვა ფერების არსებობაში.
https://www.youtube.com/watch?v=QNZO5v7ZWDo