in

პატარა შავი ხვრელების ენერგიის წყაროდ გამოყენება შეიძლება! — კვლევა

ცოტა სიგიჟედ შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩინეთის ტიანჯინის უნივერსიტეტის ფიზიკოსები განმარტავენ, თეორიულად, როგორ შეიძლება პატარა შავი ხვრელების ენერგიის წყაროდ გამოყენება. მათი გამოთვლებით, ამ ობიექტებს დამუხტვადი ბატარეებისა და ბირთვული რეაქტორების მსგავსად მუშაობა შეუძლია, რომლებიც ენერგიას გიგაელექტრონვოლტის მასშტაბით გვაწვდის. თუმცა, რეალურად, მოპოვებული ენერგია უშუალოდ შავი ხვრელიდან კი არ იქნება, არამედ მის გარეთ არსებული სივრციდან, სადაც გრავიტაციის ყველაზე ძლიერი კონცენტრაციაა.

M2
M2

მართალია, მეცნიერებმა უკვე მრავალი ტიპის შავი ხვრელი შეისწავლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფიზიკოსებისთვის ყველაზე საინტერესო ე. წ. პირველყოფილი შავი ხვრელებია, რომლებიც სუბატომურ ზომებზე პატარაც შეიძლება იყოს. ვარაუდობენ, რომ ისინი პირველყოფილ პლაზმაში ჩამოყალიბდა, რომლითაც სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ აივსო. შეიძლება ზუსტად არ ვიცით, რეალურად, ეს პირველადი შავი ხვრელები არსებობს თუ არა, მაგრამ თუ ასეა, მრავალ შესაძლებლობას გაუხსნის გზას. ერთ-ერთი შავი მატერიაა, რაც ამ ხვრელებს მეტად მიმზიდველ კანდიდატად აქცევს. 

სწორედ ამიტომ, ფიზიკოსები ზან-ფან მაი და რან-ჩუ იანი შემდეგ თეორიას გვიზიარებენ — თუ ბატარეა არაელექტრულ ენერგიას ელექტრულად აქცევს, ხოლო თუ ბირთვული რეაქტორი ბირთვული რეაქციების ძალას იყენებს ენერგიის წარმოებისთვის, ამ პატარა შავ ხვრელებს თეორიულად ორივეს გაკეთება შეეძლება. 

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შავ ხვრელს ექსტრემალურად ძლიერი გრავიტაციული ძალა აქვს, საინტერესო კითხვა ჩნდება: თეორიულად რომ განვიხილოთ, შესაძლებელია შავი ხვრელების გრავიტაციული ძალის გამოყენება ელექტროენერგიის გენერირებისთვის? შავი ხვრელები ბატარეებივით რომ გამოვიყენოთ? ამ ნაშრომში ვამბობთ, რომ თეორიულად, Schwarzschild-ის შავი ხვრელის დამუხტვადი ბატარეის მსგავსად გამოყენება შესაძლებელია, — განმარტავენ მკვლევრები.

თუმცა პრობლემაც გამოიკვეთა: ჰოკინგის რადიაციის გამო შავი ხვრელების მასა იკარგება, ხოლო რაც უფრო პატარაა შავი ხვრელი, მით უფრო სწრაფად იკარგება მასაც. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსებმა გამოსავალს მაინც მიაგნეს, გზას, რომლითაც გარკვეულწილად მასის აღდგენა და ელექტროენერგიის წარმოებაა შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ატომის ზომის შავ ხვრელს, რომლის მასა 1015 და 1018 კილოგრამია, უნდა შეეძლოს ენერგიის წარმოება, როცა იგი დამუხტული ნაწილაკებით ხელახლა შევსებულია.

შავ ხვრელს კი მაქსიმუმ მასის 25%-ის გარდაქმნა შეუძლია ენერგიად, თუმცა ეს ცოტა არ გეგონოთ, საკმაოდ ეფექტური მაჩვენებელია. ისიც გავიხსენოთ, რომ კომერციულად ხელმისაწვდომი მზის პანელების უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი 23%-ზე დაბალია. მეტიც, როგორც გვეუბნებიან, ზუსტად ისეთი ეფექტური იქნება, როგორც ბირთვული რეაქტორი — ალფა-ნაწილაკების მასის 25 პროცენტი კინეტიკურ ენერგიად შეიძლება გარდაიქმნას. 

მართალია, ამის რეალურად გამოცდას არავინ აპირებს, თუმცა კვლევა საინტერესო თავისი ახალი ხედვის გამოა. დამაინტრიგებელ შესაძლებლობასაც აჩენს, რომ ჩვენ სამყაროში ყველაზე იდუმალი მატერიისგან შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი…

Merriam-Webster-მა 2023 წლის სიტყვად „ავთენტური“ დაასახელა

Burger King-მა საკულტო საშობაო სიმღერა კრეატიულ კამპანიად აქცია