in

ასტრონომებმა „ახლოს მდებარე“ შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავს შთანთქავს

ასტრონომებმა მსგავსი მოვლენების ასამდე შემთხვევის შესახებ იციან. ამის ხილვადობას მკვეთრი სინათლე უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენს და კოსმოსში არსებულ ტელესკოპებამდე აღწევს. ამ სინათლის უმეტესი ნაწილი კი რენტგენული სხივებისა და ოპტიკური რადიაციისგან შედგება. თუმცა ახლა MIT-ის ასტრონომები სულ ახალი მოვლენის მომსწრენი გახდნენ, TDE-ს (Tidal disruption events), რომელიც უკვე ინფრაწითელ შუქს ასხივებს. თანაც, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა მას ინფრაწითელ ტალღის სიგრძეზე მიაგნეს.

M2
M2

TDE ასტრონომიული ფენომენია, რაც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს უახლოვდება და ნადგურდება… საინტერესოა ისიც, რომ ახლად აღმოჩენილი მოვლენა ყველაზე ახლოსაა — აფეთქება NGC 7392-ის გალაქტიკაში მოხდა, რომელიც დედამიწიდან 137 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. 

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ტრადიციულ კვლევებში ახლომდებარე TDE გამორჩათ, რადგან იგი მტვრის უზარმაზარი მასით იყო დაფარული, რაც, შესაძლოა, შთანთქავდა რადიაციას და სითბოს ინფრაწითელი ენერგიის სახით ასხივებდა. მტვერს კი სწორედ ეს გალაქტიკები წარმოქმნის…

მკვლევრების თქმით, WTP14adbjsh სწორედ ახალგაზრდა, ვარსკვლავთწარმომქმნელ გალაქტიკაში მოხდა, განსხვავებით სხვა TDE-ბისგან, რომლებიც ძირითადად უფრო მშვიდ გალაქტიკებშია ნაპოვნი.

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერებს საერთოდ არ ჰქონდათ წინასწარ განზრახული TDE-ების პოვნა, ისინი უბრალოდ გარდამავალი წყაროების ნიშნებს აკვირდებოდნენ… პირველად კი ეს სინათლე ცაზე 2014 წელს აღმოაჩინეს, 2015 წელს იგი მეტად ნათელი გახდა, თუმცა შემდგომ ისევ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. აქ კი გაჩნდა კითხვა, რა ნათებაა ეს? მრავალი დაკვირვების შედეგად, მეცნიერები გვეუბნებიან: ძალიან სუფთა სინათლის ხაზია და ნამდვილად ჰგავს იმას, რასაც ჩვენ TDE-ს დროებით ევოლუციად მივიჩნევთ.

მიღებული მონაცემებით, გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელი მზეზე დაახლოებით 30 მილიონჯერ მასიური იყო. კონკრეტული მაჩვენებელი კი თითქმის 10-ჯერ აღემატება იმ შავ ხვრელს, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრშია…

ის ფაქტი, რომ ოპტიკური და რენტგენის სხივების კვლევებით ეს მანათობელი TDE ვერ გამოავლინეს, აშკარაა და ადასტურებს იმას, რომ ძალიან ცოტა ინფორმაციას გვაწვდის ამ პოპულაციის შესახებ. ინფრაწითელი კვლევებით კი უკვე ვნახეთ, რომ არსებობს TDE-ების პოპულაცია მტვრიან, ვარსკვლავთწარმომქმნელ გალაქტიკებში, რომლებზეც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, — აცხადებს სუვი გეზარი, ასტრონომი. 

ვოლტი გორშია!

„ახალ საირმეში“ იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა