in

მეცნიერებმა ლაბორატორიაში შავი ხვრელი შექმნეს!

შავი ხვრელის სინთეზური ანალოგი რეალურად არსებული გამოსხივების შესახებ რაღაცებს გვეტყვის. ფიზიკოსები შეისწავლიან იმას, რასაც მეცნიერება ჰოკინგის გამოსხივებას უწოდებს — კოსმოსში შავი ხვრელის გარღვევით გამოწვეული ნაწილაკები, რომლებიც კვანტური რყევებისგან იბადება. მსგავსად, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხის შეთავსებაც კი გახდება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ მექანიკაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ამოცანა ამ ორი თეორიის შერწყმაა. 

M2
M2

ისიც ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ობიექტი ე. წ. მოვლენების ჰორიზონტს გადაკვეთს, უკან აღარ დაგვიბრუნდება… ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, იმის წარმოდგენაა, თუ რა ხდება შავ ხვრელში. თუმცა 1974 წელს სტივენ ჰოკინგმა შემდეგი მოსაზრება შემოგვთავაზა — მოვლენათა ჰორიზონტით გამოწვეული კვანტური რყევების შეფერხებები იწვევს რადიაციას, რომელიც ძალიან ჰგავს თერმულ გამოსხივებას. თუ ეს ასეა, გამოდის, ძალიან მკრთალია იმისათვის, რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ და სწორედ აქ თამაშობს შავი ხვრელის ანალოგი ყველაზე დიდ როლს.

ამ გზით მკვლევრებმა რაღაც ახალი იპოვეს — ატომების ერთგანზომილებიანი ჯაჭვი ელექტრონების გზას წარმოადგენდა, რათა ერთი პოზიციიდან მეორეზე გადამხტარიყო. ამის რეგულირებით კი, ფიზიკოსებს კონკრეტული თვისებების გაქრობა და მოვლენათა ჰორიზონტის შექმნაც შეუძლიათ. ხელოვნური თუ ყალბი მოვლენათა ჰორიზონტის ეფექტმა ტემპერატურის მატება გამოიწვია, რითაც მოლოდინებიც გამართლდა…

მიღებული შედეგები გვთავაზობს, რომ ჰოკინგის რადიაცია გარკვეულ სიტუაციებში მხოლოდ თერმული შეიძლება იყოს და მაშინ, როცა გრავიტაციის გამო სივრცესა და დროში ცვლილებები ხდება. ჯერ გაურკვეველია, რას ნიშნავს ეს კვანტური გრავიტაციისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ კონკრეტული მოდელი გვთავაზობს გზას, ჰოკინგის გამოსხივება ისეთ გარემოში შევისწავლოთ, რომელზეც გავლენა შავი ხვრელის წარმოქმნის ველურ დინამიკას არ აქვს. მეცნიერთა თქმით, იმის გამო, რომ ეს ასე მარტივია, კვლევები მალე უფრო მასშტაბურიც გახდება.

„ერთაოზა” – ქართულენოვანი, მრავალფუნქციური ხმოვანი ასისტენტი

„ნავების დაწვა“, როგორც წარმატების საიდუმლო