in

იტალიური ბრენდები გრანდიოზული ფასდაკლებით – შავი პარასკევი “პიტსტოპ მოტოში”

ნოემბრის ბოლო კვირა განსაკუთრებით გადატვირთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სასურველი ნივთი მასშტაბური ფასდაკლებით შეიძინონ. 

ეს შავი პარასკევია – დღე, რომელიც ყოველწლიურად ახალ გრანდიოზულ შენაძენს უკავშირდება. ეს დღე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება და მას ყოველწლიურად უერთდება მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტოც”

წელს ის მომხმარებლებს არამხოლოდ ერთი, არამედ 3 დღის განმავლობაში შესთავაზებს მასშტაბურ ფასდაკლებებს. აქცია 28-29-30 ნოემბრის განმავლობაში იქნება მოქმედი. 

გრანდიოზული ფასდაკლება მოტოციკლებსა და მოპედებზე 

“პიტსტოპ მოტოში” შავ პარასკევს მომხმარებელს ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს 3 იტალიური ბრენდის მოპედები:

  • Piaggio – 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ 1884 წელს დაარსებული ბრენდის მოპედები. “პიაჯიო” ცნობილია თავისი პრაქტიკული და ინოვაციური მოპედებითა და სკუტერებით, რომლებიც იდეალურია ყოველდღიური გადაადგილებისთვის. 
  • Vespa – 20%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი ლეგენდარული “ვესპას” მოპედები. 1946 წელს შექმნილი ბრენდი მსოფლიო საკულტო სკუტერია, რომელიც განასახიერებს იტალიურ ელეგანტურობას, თავისუფლებასა და კლასიკურ სტილს.
  • Aprilia –  15-დან 25%-მდე ფასდაკლება კი მოქმედებს “აპრილიაზე”. Aprilia არის ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი სარბოლო მემკვიდრეობით და მაღალ წარმადობაზე ორიენტირებული მოდელებით. 

ფასდაკლება ასევე მოქმედებს მოტოციკლების შემდეგ ბრენდებზე: 

  • Hanway – ბრიტანული ბრენდის ქალაქის მოტოციკლები ხელმისაწვდომია 25%-იანი ფასდაკლებით; 
  • YCF – ფრანგული კომპანიიის Off-road მოტოები კი შეგიძლიათ 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით შეიძინოთ; 
  • Pony – ბრენდის ქალაქის მოტოციკლების შეძენა 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი; 
  • Moto Guzzi – ლეგენდარული იტალიური ბრენდის კრუიზერები ხელმისაწვდომია 25%-იანი, ხოლო ტურინგ მოტოები ხელმისაწვდომია 20%-იანი ფასდაკლებით. 

20-50%-იანი ფასდაკლება მოტო ეკიპირებაზე 

ასევე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჩაფხუტები, მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები. 

“პიტსტოპ მოტოში” ხელმისაწვდომია მრავალი მაღალი ხარისხის ბრენდი, რომელთა შორისაც განსაკუთრებულია პრემიუმ იაპონური ბრენდები SHOEI და Arai. 

Bell-ის კატალოგში კი შეგხვდებათ დახვეწილი, კლასიკური დიზაინის მქონე ღია ჩაფხუტები, რომლებიც საუკეთესოა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს Nexx-ის ღია და დახურული ჩაფხუტები. 

საუკეთესო შარვლები, ქურთუკები და ხელთათმანები კი Knox-ისა და Alpinestars-ის ბრენდებში შეგხვდებათ. Alpinestars-ის სრულ კოლექციაზე კი ხელმისავწდომია 40%-იანი ფასდაკლება. 

ფასდაკლებით სარგებლობისთვის ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს 28, 29, 30 ნოემბერს რაფაელ აგლაძის 11ა-ში. ნუ დაელოდებით მომავალ წელს საოცნებო მოტოციკლის შესაძენად – ისარგებლეთ 2025 წლის შავი პარასკევის შეთავაზებით! 

[R]

ძაღლები Subaru-ს საჭესთან — Dog Tested, Dog Approved

რატომ ვგრძნობთ სიცარიელეს მიზნის მიღწევის შემდეგ და რა არის გამოსავალი?