ახლოვდება დღეები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ელოდება, დღეები, რომლებიც შოპინგს უფრო სასიამოვნოს ხდის ხოლმე – ეს შავი პარასკევია!
მისთვის უკვე აქტიურად ემზადება მოტოციკლების აღჭურვილობის მაღაზია „პიტსტოპ მოტო”, რომელიც რ. აგლაძის N11ა-ში მდებარეობს და ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების მოყვარულებს სანდო პროდუქციას სთავაზობს, როგორებიცაა: ჩაფხუტები, მოტოციკლეტები, აქსესუარები და სხვა. ის წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, რომლებიც გამძლეობითა და დიზაინერული შტრიხებით გამოირჩევა.
პიტსტოპ მოტო ხშირად სთავაზობს მომხმარებელს სიახლეებს და შავი პარასკევისთვისაც საკმაოდ მასშტაბურ აქციებს ამზადებს. აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სრულ კოლექციებზე 70%-ამდე ფასდაკლებას შემოგთავაზებთ. ეს კარგი შანსია სასურველი შენაძენის სასურველ ფასად გასაკეთებლად, ამიტომაც მოტომოყვარულებო, მოინიშნეთ კალენდარში პიტსტოპ მოტოს შავი პარასკევის აქცია!
შეძენა შეგიძლიათ როგორც ფიზიკურად, მაღაზიაში მისვლით, ისე ონლაინ. შავი პარასკევის აქცია ორივეგან მოქმედებს.
[R]