in ,

„შავი ზღვის გრან-პრი 2014“ – წელს ილიას ტბაზე

BOG
BOG

საერთაშორისო მარათონი ცურვაში „შავი ზღვის გრან-პრი 2014“ ბათუმში, 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს იყო დაგეგმილი. მაგრამ სინოპტიკოსები  ვარაუდობენ სექტემბრის დასაწყისში ძლიერ შტორმსა და წყალში დინებებს, გადაწყდა, რომ მარათონი გაიმართება ილიას ტბაზე ყვარელში 7 სექტემბერს.

bog
bog-mob

ღონისძიება სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას ისახავს მიზნად. თუმცა, ერთ–ერთი ორგანიზატორი, „ქართველ მოცურავეთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რეზო ესაძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფინანსების ნაკლებობა, შესაძლოა, მარათონისთვის სერიოზული ხელის შემშლელი პირობა აღმოჩნდეს.

Rezo esadzeრეზო ესაძე: სპორტული ასოციაცია „საქართველოს მოცურავეთა კლუბი“ ,,შავი ზღვის გრან-პრი 2014“-ს ბათუმის მერიისა და აჭარის მუნიციპალიტეტის თანადგომით ქალაქ ბათუმში ატარებს. ღონისძიება ორდღიანია – დაგეგმილია 31 აგვისტოსა და 1–ელ სექტემბერს.

M: რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას . . .

,,შავი ზღვის გრან-პრი 2014“ წარმოადგენს საერთაშორისო საწყლოსნო მარათონს ცურვაში. ღონისძიებაში, ქართველ მოცურავეებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებიც. სულ – 150-მდე ადამიანი. ასევე, სურვილი გვაქვს, მარათონულ გაცურვაში მონაწილეობა მიიღონ პარაოლიმპიელმა ქართველმა მოცურავეებმა. რაც შეეხება დისტანციებს: კაცები – 5კმ, ქალები – 3კმ.

მარათონი ჩატარდება სხვადასხვა ასაკობრივ დონეებში. ქალები – 2000 წელს დაბადებულები და უფროსები, კაცები – 1996-2000 წლებში დაბადებულები, კაცები – 1995 წელს დაბადებულები და უფროსები. გაიმარჯვებს ის, ვინც ამ დისტანციას ყველაზე მოკლე დროში დაფარავს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, მედლები და სიგელები. I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.

2012 წელს, „საქართველოს მოცურავეთა კლუბმა“ თბილისში, ლისის ტბაზე, ჩაატარა საკმაოდ წარმატებული ასეთივე ღონისძიება. თუმცა, ,,შავი ზღვის გრან-პრი 2014“ ბევრად მასშტაბური იქნება.

185143_471270362893803_1894401982_n

384097_471274122893427_576084762_n

M: ვის შეუძლია მარათონში მონაწილეობის მიღება?

მარათონულ გაცურვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, როგორც სპორტსმენს, ისე მოყვარულს, სამედიცინო ცნობის წარდგენის შემდეგ. ასევე, მონაწილეობისათვის არ არის საჭირო დისტანციის ბოლომდე დაფარვა, შესაძლებელია კონკურსის გარეშე გაცურვაც.

M: მარათონის ჩასატარებლად შედგენილი ბიუჯეტი ნაწილობრივ მოიძიეთ. თუმცა, ღონისძიებას კიდევ სჭირდება სპონსორი. რა თანხაზეა საუბარი და რას სთავაზობთ პოტენციურ სპონსორებს?

ღონისძიების წარმატებულად ჩასატარებლად, სამწუხაროდ, ბიუჯეტი ვერ შევავსეთ. საჭირო თანხის 70% უკვე გვაქვს. მაგრამ, კიდევ 4500 ლარია საჭირო.

პოტენციურ სპონსორებს, სასპონსორო პაკეტით, ვთავაზობთ სარეკლამო მასალებზე – ბანერებზე, პოსტერებზე, მაისურებზე, ტრადიციულ თუ სოციალურ მედიაში მათ მოხსენიებას. მაგალითისთვის, 2012 წლის ღონისძიებაზე სტატიები დაიბეჭდა სპორტულ გაზეთ „ლელოსა“ და Worldsport-ში. დაიწერა სტატია Geosport.ge-ზე, ღონისძიების შესახებ სიუჟეტები მოამზადეს „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რუსთავი 2–ის“ ჟურნალისტებმა.

M: ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა კომპანიებისთვის ადგილზე რეკლამის შესაძლებლობასაც იძლევა, ამ მხრივ თუ გაქვთ რაიმე შეთავაზება?

იმის გარდა რომ, ღონისძიების პარტნიორი კომპანიები კარგად წარმოჩნდებიან რეკლამის კუთხით (სატელევიზიო რეპორტაჟი, მაისურებზე დატანილი კომპანიის ლოგო, ბანერებზე, პლაკატებზე, ბროშურებზე დატანილი ლოგოები, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიების დასახელება) ასევე, საშუალება ექნებათ მარათონის ჩატარების ადგილზე, ბათუმის მთავარ სანაპიროზე, იქ, სადაც გულშემატკივრები და მაყურებლები შეიკრიბებიან, განათავსონ საკუთარი სტენდები და თავიანთ პროდუქციას აქტიური რეკლამირება გაუკეთონ.

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

ღონისძიების მიზანია, განავითაროს საქართველოში ცურვა, როგორც სპორტი და ხელი შეუწყოს ამ სპორტის პოპულარიზაციას, დანერგოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ღონისძიების შემდეგ იგეგმება წვეულება, სადაც სპორტსმენებს შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები და უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება და რა შეიძლება გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორები?

ასეთი მასშტაბის მარათონული გაცურვა აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა. ტურნირი მხოლოდ სპორტული კუთხით არაა მნიშვნელოვანი, ღონისძიების მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვაა. რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორებს, სეზონის ამ მონაკვეთში ნაკლებად სავარაუდოა ცუდი ამინდი, პრობლემა არც ზღვის ღელვა იქნება. ღელვის მიუხედავად, მარათონი მაინც სრული მასშტაბით ჩატარდება. მარათონის ჩატარების ხელის შემშლელი ფაქტორი მხოლოდ ფინანსების ნაკლებობა შეიძლება იყოს.

ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღის წინააღმდეგ!

სოფი ვილი

სოფი ვილლის კონცერტი ბათუმში! 23 აგვისტო!