in

კომპანია „ვიზა” წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზფესტივალს

12-14 აგვისტოს ბათუმი რიგით მე-15 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. საიუბილეო ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წელს ჯაზფესტივალს სტუმრობენ:

12 აგვისტო – „ბორის ბენდ კომბინეიშენი“ (Boris Band Combination)

„ნექსთ მუვმენთ“ (The Next Moovement )

13 აგვისტო – ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience)

14 აგვისტო – ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band)

სამივე დღეს კარი გაიღება 20:00 საათზე, კონცერტები კი 21:00 საათზე დაიწყება. ყოველი დღის ბოლოს ჯემსეიშენს უმასპინძლებს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კლუბი „ივერია ბიჩი“.

ფესტივალის ჩატარების ადგილია ბათუმის ტენისის კლუბი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

საიუბილეო ფესტივალის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი. ტრადიციული მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და აჭარის კულტურის სამინისტრო. შავი ზღვის ფესტივალს მხარს უჭერენ: ბათუმის მერია, ჩეხეთის საელჩო და ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

საინფორმაციო მხარდაჭერა: marketer.ge, იმედი TV, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, ბათუმელები, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.
ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ფესტივალს სპონსორობას უწევს „აპარტ დეველოპმენტი“, ხოლო მასპინძელი რესტორნებია: „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმი“.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველად Fuckup Nights Tbilisi-ს ისტორიაში: მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას მეტავერსში წარადგენენ

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის რიგით მესამე გამარჯვებული ცნობილია