in

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზფესტივალს

26-28 ივლისს ბათუმი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალი წელს თავის ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას უბრუნდება.

26 ივლისი

ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავისი თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.

27 ივლისი  ფესტივალის  სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარსდგება.  ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა.

28 ივლისი

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ჰედლაინერები The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი: ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების ენერგიული შოუ არის შესაძლებლობა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს, პოპის სუპერ ჯგუფის ლაივკონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების  საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back”, “I’ll Be There” და მრავალი სხვა.

ტრადიციულად, ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მუსიკის ჰანგებში მხიარული განწყობით ამგზავრებს ფესტივალის სტუმრებს. ყოველი დღის ბოლოს კი ვარსკვლავური ჯემსეიშენი გაიმართება ივერია ბიჩზე.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

  • შავი ზღვის ჯაზფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
  • ტრადიციული მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია.
  • ოფიციალური სპონსორი: Visa
  • სპონსორები: ტოიოტა, ისი პარი
  • მასპინძელი: სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“ რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ონლაინ გამოცემა ბათუმელები, სარეკლამო სააგენტო  ალმა
  • ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“

ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ზე.

ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.

[პარტნიორის კონტენტი]

გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი YAYA – აპლიკაცია, რომელიც ბავშვების კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვაში დაგეხმარებათ

„ელისო“ – როგორ შეიქმნა ნატო ვაჩნაძის ფონდის კინემატოგრაფიული პრემია