ირლანდიური კომპანია “Shaw Academy“ საქართველოში მასიურ დასაქმების პროგრამას იწყებს, ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “Shaw Academy“ აკრედიტირებული განათლების #1 პროვაიდერია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ყოველთვიურად ასობით ათას ახალ სტუდენტს აწვდის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. კომპანიის მიზანია განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„კომპანია უკვე 8 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოს ბაზარზე კი 5 თვეა, რაც გამოჩნდა და უკვე 300-მდე თანამშრომელი ჰყავს.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს თანამედროვე, დინამიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურებას, შეუზღუდავ წვდომას კომპანიის საგანმანათლებლო კურსებზე.
იმისათვის რომ შეუერთდეთ Shaw Academy-ის მზარდ გუნდს, გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა, მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი“.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
[R]