in ,

დღე, როცა Shazam-ს სიმღერები დაავიწყდა! ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ციფრული კამპანია

დიდ ბრიტანეთში, მუსიკის გამომცნობი აპლიკაცია – Shazam-ის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ის უჩვეულოდ იქცეოდა. სიმღერის ძებნისას, აპლიკაცია აკეთებდა დიდ პაუზას, წერდა ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: “Is it umm..”, “I’m sure I know this one.. I just can’t quite”  და ცდილობდა სიმღერის სახელის გახსენებას.

Shazam-ის უცნაური ქცევა არ იყო აპლიკაციაში გაპარული ხარვეზი, პროგრამული შეფერხება ან შეცდომა. ეს იყო Shazam-ისა და Alzheimer’s Research UK-ის ერთობლივი ციფრული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ერქვა „დღე, როცა Shazam-ს დაავიწყდა”. პროექტის მიზანს ალცჰაიმერის (მეხსიერების პროგრესული დაქვეითება) დაავადებასთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

როდესაც აპლიკაცია, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იხსენებდა სიმღერის სახელს, მასთან ერთად, შედეგის ველში აჩენდა არაკომერციული ორგანიზაცია Alzheimer’s Research UK-ის რეკლამას. ციფრული კამპანიის შედეგად, 5 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია ორგანიზაციის დონაციის გვერდს.



აღნიშნული მოძრაობის მიზანი – ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება – მიღწეულია. ალცჰაიმერი – მეხსიერებისა და ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებაა და ეს მდგომარეობა, ძირითადად, ტანჯავს 40 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს. ხოლო, 65 წელს ქვემოთ, 40 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დემენცია – კოგნიტური ფუნქციების (მეხსიერება, აზროვნება, დასწავლა, მეტყველება, ორიენტაცია) მრავალფეროვანი აშლილობები.

Nike-მ, კრიშტიანუ რონალდუს ბავშვობის ფოტოზე, Adidas-ის ლოგო ჩაანაცვლა

Gatorade-ის გაცოცხლებული მორბენალი წყალი – ბრენდის უჩვეულო ექსპერიმენტი