in

Shazam-ის iOS ვერსია სიმღერებს, მათ ამოსაცნობად, უფრო დიდხანს მოუსმენს

ასევე, გაიზრდება აუდიოების რაოდენობაც

veon
veon

Zhazam, Apple-ის მუსიკის ამოცნობის აპლიკაცია განახლდა და 15.0 ვერსია მეტ დროს დაუთმობს სიმღერების მოსმენას, რომელთა ამოცნობაც რთულია. როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს შუალედური განახლება მნიშვნელოვნად ცვლის აპლიკაციის მუშაობას. “შაზამი ახლა უფრო მეტ სიმღერას პოულობს და გაცილებით დიდხანს ცდილობს მათ მოძებნას. დააწკაპუნეთ Shazam-ს და სცადეთ!”. 

ჩვეულებრივ, აპლიკაციას მელოდიის ამოსაცნობად რამდენიმე წამი სჭირდება… თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა დროის ნაკლებობის გამო, სიმღერის მოძებნა ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოსმენის ხანგრძლივობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აპი უარს იტყვის სიმღერის მოსმენაზე, რაც მომხმარებლებს “აიძულებს”, ხელახლა სცადონ ამოცნობა და დინამიკთან მიახლოება.

ამასთანავე, სავარაუდოა, რომ გაზრდილი დროის პარალელურად, აპლიკაციაში აუდიოების რაოდენობაც გაიზრდება. ეს კი სწორი შედეგების მიღების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. განახლებული აპლიკაცია სრულიად უფასოა და თავსებადია ყველა iPhone-სა და iPad-თან, რომელიც მუშაობს iOS 13.0 და iPadOS 13.0 ან შემდგომი ვერსიებით.

შეგახსენებთ, რომ ეფლმა შაზამი 2018 წელს 400 მილიონ დოლარად შეიძინა და მას შემდეგ მუშაობს პერიოდულ განახლებებზე, რომლებიც შეცდომების გამოსწორებას თუ მუშაობის გაუმჯობესებას ემსახურება.

BTU-ს ბლოკჩეინ ლაბი კომპანია CryptX-თან პარტნიორობას და პროექტების განხორციელებას იწყებს

Shutterstock.AI — ტრენდული ფერები 2022 წლისთვის