in ,

დღე, როდესაც Shazam-ს სიმღერები დაავიწყდა – კამპანია დემენციის წინააღმდეგ

დღე, როდესაც Shazam-ს სიმღერები დაავიწყდა… თუ სმარტფონი ის ტექნოლოგიაა, რომელსაც ჩვენთვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შეხსენება შეუძლია, მაშინ შეგვახსენოს ის მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულებები, რაც ხშირად გვავიწყდება. სწორედ ამ მიზნით გამოიყენა სააგენტო Innocean Worldwide U.K.-მ მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და საჭირო აპლიკაცია Shazam-ი. ორგანიზაცია Alzheimer’s Research U.K-მ, რომელიც ცდილობს დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც დემენციის დიაგნოზი აქვთ, კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა ამ ძალიან რთული და ყველაზე გავრცელებული დაავადების შესახებ. მართალია, კამპანია ყველაზე იყო გათვლილი, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ახალგაზრდებზე გაკეთდა, იმისთვის, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ ამ მძიმე დაავადების შესახებ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ.

 

სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა “Skillers” – შექმენი შენი ინტერნეტ მაღაზია საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად

საწმენდი საშუალების სახალისო ასოციაცია – Liquid-Plumr-ის რეკლამა