Adidas-ს სჯერა, რომ სპორტის საშუალებით ჩვენი ცხოვრების შეცვლა შესაძლებელია. თუმცა კი, ქალებსა და სპორტს შორის უზარმაზარი, ძნელად გადასალახი ბარიერები არსებობს. როგორც კვლევებმა ცხადყო, აშშ-ში სპორტული მედიის გაშუქების მხოლოდ 4% ეძღვნება ქალთა სპორტს – სწორედ ამ მაჩვენებლის შესაცვლელად იბრძვის „ადიდასი“, კამპანიით She Breaks Barriers (ის ამსხვრევს ბარიერებს) – რომელმაც გადაწყვიტა, Twitter-თან თანამშრომლობით, ქალთა სპორტსკოლების ლაივსტრიმები გაეშვა… რადგან როცა მათ ხედავენ, ისინი საკუთარ თავში პოულობენ ძალას, რომ ბარიერები დაძლიონ. ვიდეორგოლის იდეა და შესრულება სააგენტო Kamp Grizzly-ს ეკუთვნის.
კენი ჰარისონი
ლეიშა კლარენდონი
რაჰაფ ხატიბი
მარია ტეილორი
ბეკი ზაუერბრუნი
კენდალ კოინი
https://www.youtube.com/watch?v=iG3_kMmgZqQ
She Breaks Barriers – ამ ვიდეორგოლით დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ სპორტში, ქალების მხარდამსაჭერი ცვლილებებისთვის Adidas კამპანიას იწყებდა.
ამ კამპანიას წინ უძღვოდა აგვისტოში დაწყებული #CreatorsUnite კამპანია სადაც „ადიდასი“ პოზიციონირებდა, როგორც ბრენდი, რომელიც აპირებდა ქალებზე საუბარს სპორტში. „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავიწყოთ ცვლილებებზე საუბარი.