დღეს She’s Next Empowered by Visa-ს ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულებს გაგაცნობთ.
კონკურსის ფარგლებში, განაცხადების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, დამოუკიდებელმა ჟიურიმ კი არჩევანი სამ საუკეთესო იდეაზე შეაჩერა. სამივე გამარჯვებულს აერთიანებს ინოვაციურობა, გამორჩეული ხედვა და განსაკუთრებული უნარი, საუკეთესოდ წარმოეჩინათ სტარტაპის მთავარი იდეა.
წელს ბიზნეს იდეების კონკურსი ქალებისთვის Visa-ს, Women For Tomorrow-ისა და The Economic Security Program-ის პარტნიორობით ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული და თითოეული მათგანი ფულადი პრიზით, 10 000 ლარით დაჯილდოვდა.
[პარტნიორის კონტენტი]