in

Visa და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, გლობალური კამპანიის – She’s Next, Empowered by Visa ფარგლებში ბიზნეს კონკურსს აცხადებენ

Visa იწყებს She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღას  საქართველოში და ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით, აცხადებს საჯარო ბიზნეს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის. ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, უფასო მენტორულ სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად და ფულადი პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. კონკურსის გამარჯვებულს და პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა 25 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელი კი 15 000 ლარს მიიღებს.

კონკურსი Visa elevator pitch-ის ფორმატში, გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa -ს ფარგლებში იმართება და განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარ ბიზნესს, უკავია აღმასრულებელი დირექტორის, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის პოზიცია ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი.

ვამაყობ, რომ Visa- საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობის უწყვეტი ტრადიცია დაამკვიდრა გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa- ფარგლებში. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთადქალები მომავლისთვის“ ვიწყებთ კამპანიის მესამე ტალღას და ვაცხადებთ ერთობლივ კონკურსს, რომელიც საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კონკურსის ფარგლებში ვიწვევთ ქალებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სტარტაპ კომპანიას, ან აქვთ საინტერესო ბიზნესიდეა და სურვილი, გაიუმჯობესონ  ფიჩინგის უნარები. მოვუწოდებ თითოეულ ქალს, ვინც ბიზნეს სამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის, ჩაერთოს კონკურსში და მიიღოს ფულადი პრიზების მოგების რეალური შანსი“, — განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 2020 წლიდან ჩართულია გლობალურ კამპანიაში — She’s Next Empowered By Visa და კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, ეხმარება მათ ბიზნეს კონკურეტუნარიანობისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში. სიამაყით გაცნობებთ, რომ She’s Next-ის მესამე ტალღის ფარგლებში, Visa-სთან პარტნიორობით ბიზნეს ფედერაცია აცხადებს საჯარო კონკურსს, რომელიც ქალ მეწარმეებს უქმნის შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები და თავიანთი ბიზნესის ან/და ბიზნეს იდეის გასავითარებლად მიიღონ ფულადი პრიზი. მოვუწოდებთ,  საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ მეწარმე ქალს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოწვევები აქციონ წარმატებად!“ აღნიშნა ნინა კობახიძემ, ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • განაცხადის მიღების და დამუშავების პროცესი — პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.
  • ენტორული სესიები — 10 საუკეთესო მონაწილე, ორდღიან უფასო საკონსულტაციო სესიებზე დაესწრებიან, სადაც შეისწავლიან ფიჩინგის ტექენიკას, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარების მიზნით.
  • Visa Elevator Pitch-ის ფორმატი და დაჯილდოების ცერემონია — კონკურსის მესამე და ფინალურ ეტაპზე, 10 საუკეთესო მონაწილე ვალდებულია თავიანთი ბიზნესიდეა (Elevator pitch-ის ფორმატში) წარადგინონ ჟიურის წინაშე 90 წამში. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური იმავე დღეს 2 გამარჯვებულს გამოავლენს, შედეგად კი პირველ ადგილზე გასული 25 000 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული მონაწილე 15 000 ლარით დაჯილდოვდება.

დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს,  შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში  წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ 2022 წლის 10 ოქტომბრამდე.


Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერები პოლუსების ხელახლა გაყინვას აპირენ!

„25 წელი თქვენთან ერთად“ – მაგთიკომი საიუბილეო ღონისძიებებს მართავს