ყოველი მეოთხე ადამიანი საქართველოში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისად, ჩვენ ხშირად გაგვიგია ყვირილი მეზობლის სახლიდან, დაგვინახავს ახლობლის დალურჯებული სხეული, თუმცა, ჩვენი მხრიდან სხვის საქმეში ჩარევა საჭიროდ არ ჩაგვითვლია. რეალურად, ძალადობის საკითხში არ არსებობს მესამე პირი და აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირება ჩვენ მიერ ადამიანის გადარჩენაა, რიგ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ეს „გადარჩენა“ პირდაპირ, სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. 25 ნოემბერს, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო სააგენტო „რედბერიმ“ ახალი ინტერაქტიული ვებგვერდი – sheachere.ge შექმნა, რომელიც ადამიანის თვალის მოძრაობაზე რეაგირებს და ატარებს მარტივ მესიჯს – როდესაც ჩვენ თვალს ვხუჭავთ, ძალადობა გრძელდება, თვალის გახელით კი ჩვენ შეგვიძლია მოძალადე შევაჩეროთ. როგორ შეიქმნა sheachere.ge და რამდენ ადამიანს „აეხილა თვალი“ ამ სამი დღის განმავლობაში – ამ საკითხებზე მარკეტერი Redberry-ს კრეატიულ დირექტორებს – რეზო შელიასა და თოკა არეშიძეს ესაუბრა:
[fbvideo link=”https://www.facebook.com/atipfundgeorgia/videos/465692383827035/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
რეზო შელია – Redberry-ს კრეატიული დირექტორი

M: როგორ მივიდა „რედბერის“ გუნდი sheachere.ge-ს საბოლოო გადაწყვეტამდე და არის კამპანიის მიზანი?
კამპანიაზე მუშაობის დაწყებამდე ვესაუბრეთ მათ, ვისაც შეხება ჰქონია ოჯახურ ძალადობასთან. ჩვენდა სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ნეგატიურ ქმედებად მიიჩნევს ოჯახურ პრობლემებში ჩარევას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობამდე მიდის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის აშკარა ნიშნებს ამჩნევს არაერთი ახლობელი ადამიანი, მეზობელი, ან თუნდაც ოჯახის წევრი და სწორედ, სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთადერთ სწორ გამოსავლად პრობლემის იგნორირებას მიიჩნევენ. კამპანიის მთავარი მიზანია, გავზარდოთ პრობლემის ცნობადობა და გავააზრებინოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის აქტიური სტატუსი პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამისთვის, კომუნიკაციისას მუდმივად ხაზს ვუსვამთ ცხელ ხაზს – 116 006, რომლის ხშირად გამოყენების კულტურაც გვინდა ხალხში დავნერგოთ. პრობლემაზე „თვალების დახუჭვა“ არის იგნორირების ყველაზე გავრცელებული სიმბოლო. იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მესიჯი მიგვეწვდინა, შევიმუშავეთ უნიკალური ინტერაქტიული გამოცდილება, რომელიც ნათელყოფს მარტივ ჭეშმარიტებას – „თუ თვალებს დახუჭავ – ძალადობა გაგრძელდება“.
M: როგორია 25 ნოემბრიდან დღემდე ინტერაქტიული ვებგვერდის მოხმარების მაჩვენებელი? რამდენმა ადამიანმა დახუჭა და აიხილა თვალი?
კამპანია ახლა შედის აქტიურ ფაზაში. გამოცდილება, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 000-მდე ადამიანმა გაიარა, თუმცაღა, ვფიქრობთ, კამპანიის ბოლოსკენ ეს ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. ყველაზე დიდი შედეგი, რომელის დანახვაც უკვე ამ ეტაპზე შეგვიძლია, არის საზოგადოების მხარდაჭერა. ბევრმა ჩვენგანმა უკვე საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, წამოიწყო საჯარო დისკუსია და განაცხადა, რომ არასოდეს დახუჭავს თვალს ძალადობაზე. თითოეული ჩვენგანის მხრიდან პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია, რადგანაც ჩვენი რწმენით, საჯარო დისკუსიისას მოძალადის პოზიცია თავდაპირველადვე განწირულია.

თოკა არეშიძე – Redberry-ს კრეატიული დირექტორი

M: როგორია ინტერაქციის პროცესი? როგორ რეაგირებს ვებგვერდი ადამიანის ქცევაზე? რა ტექნიკური სამუშაოს შესრულება გახდა საჭირო ამის უზრუნველსაყოფად?
საიტი იმართება თვალების გახელა-დახუჭვით. როცა წვდომას მისცემთ პლატფორმას თქვენს ვებთვალზე იწყება ექსფერიენსი: თვალების დახუჭვის შემდეგ ირთვება ვიდეო და გესმით ძალადობის ხმა, გახელის შემდეგ ძალადობა ჩერდება, 2 ნაბიჯის შემდეგ, თემატურ სტატისტიკასთან ერთად, გამოდის მესიჯი რომელიც მოგიწოდებთ თვალების ახელისკენ, ძალადობის შესაჩერებლად. თვალების ახელა-დახუჭვის ტექნოლოგია, რომელიც შეიქმნა ამ პროექტისთვის, დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. მის შექმნაში დაგვეხმარა Pulsar AI. გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ხმა. საიტზე თავიდანვე გირჩევთ, გაიკეთოთ ყურსასმენები და კარგად გაიგოთ პანორამაში გაშლილი ხმები. მასზე ბესო კაჭარავამ იმუშავა და მთავარი მიზანი იმ ხმების იმიტირებაა, რომელიც ისმის კედელს მიღმა, როდესაც ხდება ძალადობა.
M: თუ გაქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მსოფლიოში მსგავსი, სოციალური თემატიკის ინტერაქციული ვებგვერდების პრაქტიკა?
ჩვენი მექანიკა უნიკალურია და არ აქვს პირდაპირი ანალოგი სოციალური თემატიკის პროექტებში.
M: მოიცავს თუ არა კამპანია არაციფრულ სივრცეს, ანუ მისაწვდომია, თუ არა ტრადიციული მედიის გამოყენებით და 16 დღიანი კამპანიის დასრულების შემდეგ, იგეგმება თუ არა დამატებითი აქტივობები sheachere.ge-ს გამოყენებით?
ჩვენ ვიცოდით, რომ ვებპლატფორმით ვერ მოვახერხებდით მთლიანი სამიზნე აუდიტორიის მოცვას, ამიტომაც, კამპანიის ფარგლებში, შევქმენით ტელე რგოლები და ბეჭდური მასალა, რომელიც რეალურად, იმეორებს ექსფერიენსს, მესამე პირის პერსპექტივიდან. მზად ვართ მომავალი გამოწვევებისთვის, რადგან ვხედავთ ჩვენს თავში პოტენციალს და გვაქვს ძალიან დიდ სურვილი რომ ვიმუშაოთ მსგავს პროექტებზე და შევიტანოთ ჩვენი წვლილი სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/atipfundgeorgia/videos/466837283712545/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Credits:
Client: Atipfund Georgia
Agency: Redberry
Creative Directors: Rezo Shelia, Toka Areshidze
Executive Producer: Tatia Dolidze
Account Director: Levan Ketskhoveli
Creative Team: Ramaz Davituri, Mariam Giguashvili, Misho Tsiklauri
Copywriters: Toka Areshidze, Rezo Shelia
Graphic Designer: Mariam Giguashvili
Strategy Team: Gaga Darsalia, Niko Rekhviashvili, George Karanadze
Digital Planner: Aleksandre Kvetenadze
Web Project Manager: Lasha Lomouri
Digital Products Director: Basa Metreveli
Digital Products Designer: Lasha Lomouri
Web Art Director: Ane Erkomaishvili
UI/UX Designer: Samuel Muzaevi
Front End Developer: Archil Bakhsoliani
Back End Developer: Archil Bakhsoliani, Lado Barnovi, Irakli Gogoladze, Imeda Aivazashvili
Special Thanks to Giorgi Monavardisashvili, Anano Kakhiani and Tsotne Mazmanishvili
Eye-detection AI Technology: Pulsar AI
Video Production: Metro Production
Director: Giorgi Gogichaishvili
Director of Photography: Sandro Darakhvelidze
Set Decorators: Fourk Group
Costume Designer: Natia Intskirveli
Make-up Artist: Irma Datuashvili
Audio Production: Post Red Audio
Sound Designer: Beso Kacharava
Print Art Director: Beso Kavelashvili
Photographer: Kikala Studio/Vakhtang Alania














