29
Apr
2014

ქალზე ხელის აწევა არ შეიძლება – სოციალური რეკლამა ბრაზილიიდან

29 Apr 2014

Elit Electronics


ბრაზილიურმა სააგენტო Carma Social Interventions-მა, პელოტას ქუჩებში სოციალური კამპანია ჩაატარა. კამპანია ქალების მიმართ ძალადობას გმობდა.

იდეის ავტორებმა წმინდა მარიამის პატარა ქანდაკება გამოიყენეს, რომლის დახმარებით უნდოდათ ხაზი გაესვათ, რომ ქალზე ხელის აწევა არ შეიძლება.

ავტორებმა შექმნეს რამდენიმე წმინდა მარიამის ქანდაკება.  ქანდაკებები პატარა პედისტალზე იდგნენ და მათ თვალებიდან სისხლი სდიოდათ. როდესაც ამ ქანდაკებას და სისხლიან ცრემლებს გამვლელები ამჩნევდნენ პედისტალზე ჩნდებოდა სლოგანი “ეს არაა სიყალბე და არც სასწაულია! ეს რეალობაა უმეტესი ბრაზილიელი ქალებისთვის. შეაჩერე ძალადობა.  დარეკე 180”.

წმინდა მარიამის თვალებიდან სისხლის და მირონის დინება კათოლიკურ ეკლესიას სასწაულად აქვს აღიარებული. აღნიშნულ აქციას კატოლიკების მხრიდან საპროტესტო რეაქცია არ მოჰყოლია. ნახეთ ვიდეო

განხილვა