in ,

გენიალური გარე რეკლამა სამხრეთ კორეაში, მიმართული ძალადობის წინააღმდეგ

კორეის ქუჩებში ახალი ინტერაქტიული აუთდორ-რეკლამა გაკეთდა, რომელიც მოგვიწოდებს ბავშვები ძალადობისგან დავიცვათ და ამას მარტივი და გენიალური ფორმით აკეთებს.

თეთრ და განათებულ ბილბორდზე ორი სილუეტია: ერთი შეშინებული ბავშვის და მეორე მოძალადე მშობლის, რომელიც მის ცემას აპირებს. ადამიანი, რომელიც ბილბორდს უახლოვდება მისი ნაწილი ხდება. ბავშვსა და მოძალადეს შუაში სივრცეა დარჩენილი, ამ სივრცეში დადგომისას ბილბორდზე ორი წარწერა გამოდის – ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი და წარწერა “თუ ძალადობის მოწმე ხარ, დარეკე და გახდი გმირი”.

 

1-1 2-3 3-2 4

“კალაშნიკოვის”-ის რებრენდინგი, ერთი კორპორატიული და სამი ახალი ბრენდი

Beatles-ების ახალი ვინილები Apple-ის სტილში