ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბი Meta, Twitter და Google-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ მათ თავიანთი პლატფორმებიდან რუსეთის მთავრობისა და ასოცირებული ანგარიშები შეაჩერონ. განცხადების მიზანი ომის პროპაგანდისთვის ხელის შეშლაა და მისი კონკრეტული ადრესატები არიან: Meta-ს პრეზიდენტი გლობალურ ურთიერთობებში, ნიკ კლეგი; შინეიდ მაკსვინი, გლობალური საჯარო პოლიტიკის ვიცე პრეზიდენტი, Twitter-ში; კენტ უოლკერი, პრეზიდენტი გლობალურ ურთიერთობებში, Google-ში.
განცხადებაში ასევე ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს შეუზღუდა ამ პლატფორმების გამოყენება, Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა იმავე პლატფორმებს იყენებს იმისთვის, რომ უკრაინაში მისი შეჭრა გაამართლოს და ციფრულ სამყაროში ლეგიტიმურ მხარედ წარმოჩინდეს.
„რუსეთის მთავრობის ქმედებები შეზღუდოს და დაბლოკოს მისი მოქალაქეები ნამდვილი ინფორმაციის მიღებისგან, ეწინააღმდეგება Meta-ს მისიას და პოლიტიკას, „მიეცეს ხალხს შესაძლებლობა, შექმნას ერთობა და დააახლოვოს მსოფლიო“. რუსეთის მთავრობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები იყენებენ Meta, Google და Twitter-ის პლატფორმებს დაყოფისა და დეზინფორმაციისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Meta, Google და Twitter თავის მხრივ, ცდილობს, შეზღუდოს და მარკირება გაუკეთოს სახელმწიფო ანგარიშებს, თუმცა ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის აზრით, უფრო გლობალური აკრძალვებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციას.
კამპანიის გაზიარება შეგიძლიათ ჰეშტეგით: #SuspendKremlin